ლიტერატურული წრე
,,ქართული
კითხვის ოსტატი“
,,ადამიანი წიგნით ხელში არასოდეს მარტო არ იქნება“
,,გიყვარდეს პოეზია ეს თავითავად სასწაულია“
,,ყოველი ლექსი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სკოლაში,
2017 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებას იწყებს საგანმანათლებლო წრე.
მსურველებს
გთხოვთ, ჩაეწეროთ !
სსიპ
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის №2 საჯარო სკოლა.
მასწავლებელი
- ეთერ გოგოლაძე.
წრის
დასახელება: -„ქართული კითხვის ოსტატი...“
წრის
მოკლე დახასიათება:
წრე
წარმოადგენს იდეურ- აღმზრდელობითი და სასწავლო- საგანმანათლებლო მუშაობის ერთიანი
პროცესის განუყოფელ ნაწილს. აქ საფუძველი ეყრება სათანადო მიდრეკილებების
გამოვლენას, შინაგანი შემოქმედებითი ძალებისა და ნიჭის გამოვლენას, ცოდნა-ჩვევების
გაღრმავებას. ხელს უწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებლობას, ინიციატივას, გუნდურ
მუშაობას. ენობრივ-ლიტერატურული ფაქტებისა და მოვლენების ცხოვრებასთან გააზრებულად დაკავშირებას.
“მხატვრული კითხვის ოსტატი’’
წრის
მისია:
მოსწავლეების საკმაოდ დიდ ნაწილს
უჭირს ლექსის დამოუკიდებელად, თავისუფალად, მიმზიდველად და შემოქმედებითად გადმოცემა. ამ ნაკლის
აღმოსაფხვრელად საჭიროა გამომეტყველებითი კითხვის ცალკეულ მომენტებზე ყურადღების
გამახვილება, დაკვირვება, ვარჯიში. ასეთი მუშაობა გამოავლენს და ხელს შეუწყობს
მხატვრული კითხვის უნარის მქონე ბავშვებს.
ჩემი აზრით, მხოლოდ გაკვეთილებზე ვერ განხორციელდება მოსწავლეებში
გამომეტყველებითი კითხვისა და გადმოცემის უნარ-ჩვევათა გამომუშავება.
გამიჩნდა სურვილი, ჩემს მოსწავლეებთნ ვიმუშაო დამატებით, კლასგარეშე ფორმით.
შევქნმა წრე „ მხატვრული კითხვის ოსტატი’’.
მიზანი:
მოსწავლეებში
დავნერგო ცოცხალი სიტყვის მაღალი კულტურა, გამოვავლინო და გავაღრმავო მხატვრული
კითხვის ბუნებრივი მონაცემები; მივაჩვიო ლიტერატურულად სწორ გამოთქმას, სიტყვის
მხატვრულად გადმოცემას.მოსწავლეეებს გაუღვივო ინტერესი პოეზიისადმი,განუვითარო
მეტყველების კულტურა,კატეგორიზაციის უნარი,გაუმდიდრო ლექსიკური მარაგი,გაუფართოვო
თვალსაწიერი,გამოუმუშაო შემეცნებითი და ანალიტიკური უნარები.
ამოცანები:
მოსწავლეს
ვაგრძნობინოთ, რომ მხატვრული კითხვა ჩვეულებრივი კითხვისაგან განსხვავდება
სახიერებით, ემოციებით, მიმიკის, ჟესტიკულაციის ზომიერი ჩართვით. მხატვრულმა
კითხვამ კი მოსწავლეებს აღუძრას და განუვითაროს პოეზიისადმი დიდი სიყვარული,დაკვირვებითი
წაკითხვის შედეგად მნიშვნელოვანი ადგილების შერჩევის უნარი და უფრო ცოცხალი,
ლამაზი და გამომეტყველებითი გახადოს ლექსის ეფექტი. ვასწავლო გუნდური, ჯგუფური
მუშაობა, ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაბელურობა, თანამშრომლობა.
აქტივობები:
I. 1)ორგანიზაციული
საკითხების მოწესრიგება;
2) საწრეო მუშაობის ფორმები (ინდივიდუალური, ჯგუფური
მუშაობა);
3) ლექსის სახეების განსაზღვრა ;
4) შესაფერისი მასალის შერჩევა;
II. 5) გამომეტყველებითი კითხვის დახვეწა:
6) დაკვირვება აზრის მხატვრულად გამოხატვის
თავისებურობაზე (ლექსის ზომა, რიტმი, რითმა);
7) დასამუშავებელ საკითხთან დაკავშირებული ტექსტუალური
მასალების, ფოტოსურათების (სტენდისა თუ ალბომისთვის) მოძიება-გამოყენება.
8) სათანადო სამუშაო მასალაზე შემოქმედებითი უნარის
გამოვლენა;
პროგრამა:
1. ორგანიზაციული საკითხები;
2. წრის კონცეფციის გაცნობა;
3. სამუშაო გეგმის გაცნობა-განხილვა;
4. მუშაობა მუხრან მაჭავარიანის ლექსებზე(მოსწავლეების
მიერ შერჩეული ლექსები).
5. მუშაობა ლადო ასათიანისა და გიორგი ლეონიძის
ლექსებზე(მოსწავლეების მიერ შერჩეული ლექსები)
6. მუშაობა ანა კალანდაძის ლექსებზე (მოსწავლეების მიერ
შერჩეული ლექსები)
7. კედლის გაზეთების გამოშვება;
8. საყვარელი ლექსების მხატვრულად კითხვაში ჯგუფების
შეჯიბრება;
9 . პოეზიის საღამო- „ყოველი ლექსი თვალწინ გვიშლის
ახალ სამყაროს’;
10. გაწეული მუშაობის შეჯამება შეფასება.
სამუშაო
გეგმა (ღონისძიებები)
No
|
თემის (საკითხის) დასახელება
|
აქტივობები
|
რესურსი
|
ჩატარების
დრო
|
1
|
I შეხვედრა
წრის მიზნების,სამუშაო
გეგმისა და აქტივობების გაცნობა,ჯგუფების შექმნა,მინი ლექცია, მომავალი შეხვედრისათვის
მასალების დარიგება,თეორიული მასალა(რა არის პოეზია,პოეზიის სახეები და ეროვნული
სალექსო ფორმები ) პოეტური
ხელოვნების
რაობა. ლექსი და პროზა
|
საუბარი, ინფორმაციის
გაცნობა, კითხვა-პასუხი
|
ს.გაჩეჩილაძის
,,ლიტერატურის თეორია“(სახელმძღვანელო) ჩანაწერთა დღიური,
|
5.10.2017
|
2.
|
II შეხვედრა
პრაქტიკული სამუშაო(წინასწარ გამზადებული
ლექსების მიხედვით პოეტური სახეების განსაზღვრა
წინა გაკვეთილზე მიცემული და ახსნილი თეორიული მასალის შემოწმების მიზბნით),მსჯელობა
და მითითებების მიცემა. ლადო ასათიანის ბიოგრაფიის
გაცნობა(მინი ლექცია)ამავე პოეტის შემოქმედებიდან ლექსების შერჩევა(3 ლექსი)კარგი
კითხვით. ლექსების მოსმენა აუდიო აპარატურით. უცხო სიტყვების ამოწერა და განმარტება
|
მწერლების,
პოეტების მიერ წაკითხული
ლექსების
მოსმენა;
|
კომპიუტერი,სამუშაო
ფურცლები,აუდიო აპარატურა,ინტერნეტი
|
19.10.2017
|
3.
|
III შეხვედრა
ლ.ასათიანის შერჩეული ლექსების ინტონაციური კითხვა,ლექსის
გარჩევა,უკვე დამუშავებული მასალის მიხედვით ლექსის სახის განსაზღვრა.შემდეგი შეხვედრისათვის ლექსების ინტონაციური კითხვით აუდიტორიის წინაშე
წარდგენა.
|
საუბარი:
მინი ლექცია, კითხვა-პასუხი
|
ლადოასათიანის
პოეტური კრებული,საპრეზენტაციო მასალა.
|
2.11.2017
|
4
|
IV შეხვედრა
ლექსების მხატვრულად წაკითხვა აუდიტორიის წინაშე(ყველა
მოსწავლე) კომენტარების მიცემა.კედლის გაზეთის გამოშვება
|
საუბარი;
კითხვა-პასუხი; ლექსების მხატვული კითხვა
|
ფორმატი,
ფლომასტერები,სახაზავი,საშლელი ფანქრები
|
16.11.2017
|
5.
|
V შეხვედრა
ანა კალანდაძის ბიოგრაფიის
გაცნობა(მინი ლექცია) ანა კალანდაძის შემოქმედებიდან მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით
ლექსების შერჩევა(2 ლექსი) კარგი კითხვით.
აუდიო აპარატურით ლექსების მოსმენა.უცხო სიტყვების ამოწერა და განმარტება.
|
საუბარი,
მინი ლექცია,კითხვა-პასუხი
|
ანა
კალანდაძის პოეტური კრებული,აუდიო აპარატურა,მოძიებული ლექსები,ინტერნეტი
|
7.12.2017
|
6
|
VI შეხვედრა
ანა კალანდაძის
(შერჩეული) ლექსების მხატვრული კითხვა,უკვე დამუშავებული მასალის მიხედვით
ლექსის სახის განსაზღვრა,ლექსების გარჩევა და კომენტარების მიცემა.შემდეგი შეხვედრისათვის
ლექსების (მხატვრული კითხვით) აუდიტორიის წინაშე წარდგენა.
|
საუბარი;
კითხვა-პასუხი; მხატვრული კითხვა
|
ანა
კალანდაძის პოეტური კრებული,თეორიული მასალა.
|
21.12.2017
|
7
|
VII შეხვედრა
ლექსების მხატვრულად
წაკითხვა აუდიტორიის წინაშე(ყველა მოსწავლე) კომენტარების მიცემა და ჩანაწერთა დღიურის
შევსება.
|
ლექსების
მხატვრული კითხვა
|
ანა
კალანდაძის პოეტური კრებული,საპრეზენტაციო მასალა.
|
25.01.2018
|
8
|
VIII შეხვედრა
მუხრან მაჭავარიანის
ბიოგრაფია(მინი ლექცია) ლექსების შერჩევა(3 ლექსი), გარჩევა და მხატვრულ კითხვაზე მუშაობა,ლექსების
სახის განსაზღვრა,აუდიო აპარატურით ლექსების
მოსმენა.შემდეგი შეხვედრისათვის შერჩეული ლექსების მხატვრული კითხვით აუდიტორიის წინაშე წარდგენა.უცხო სიტყვების
ამოწერა და განმარტება.
|
საუბარი,მინი
ლექცია,კითხვა-პასუხი
|
მ.მაჭავარიანის
პოეტური კრებული.ოქროს
ფონდიდან ქართველი მწერლების, პოეტების მიერ წაკითხული
ლექსები.
|
8.02.2018
|
9
|
IX შეხვედრა
ლექსების აუდიტორიის
წინაშე წარდგენა მხატვრული კითხვით,ურთიერთშეფასების
კითხვარის შევსება,კომენტარებისა და მითითებების მიცემა,კედლის გაზეთის გამოშვება.
|
საუბარი;
კითხვა-პასუხი; ლექსების მხატვული კითხვა
|
ურთირთშეფასების კითხვარი,ფორმატი, ,ფანქრები,სახაზავი
საშლელი.
|
22.02.2018
|
10
|
X შეხვედრა
გიორგი ლეონიძის
ბიოგრაფია( მინი ლექცია) ლექსების შერჩევა(3 ლექსი),გარჩევა დამხატვრულ კითხვაზე
მუშაობა,ლექსების სახის განსაზღვრა ინდივიდუალურად,შემდეგ ჯგუფებში,მოსმენა აუდიო
აპარატურით და მიბაძვითი კითხვა(ინდივიდუალურად)
|
საუბარი,მინი
ლექცია,კითხვა-პასუხი
|
გიორგი
ლეონიძის პოეტური კრებული.
ქართველი პოეტების მიერ
წაკითხული ლექსები,აუდიო აპარატურა,ინტერნეტი.
|
15.03.2018
|
11
|
XI შეხვედრა
ლექსების გარჩევა,მხატვრულ
კითვაზე მუშაობა,შემდეგ შეხვედრისთვის ლექსების მხატვრული კითხვით აუდიტორიის წინაშე
წარდგენა.
|
საუბარი;
კითხვა-პასუხი; ლექსების მხატვული კითხვა
|
გიორგი
ლეონიძის პოეტური კრებული.,,ქართველი მწერლები სკოლაში“
|
29.03.2018
|
12
|
XII შეხვედრა
ლექსების წარდგენა
მხატვრული კითხვით აუდიტორიის წინაშე(ყველა მოსწავლე) მიბაძვითი კითხვა და ურთიერთშეფასების
კითხვარის შევსება,სამახსოვრო ალბომისათვის მასალების შეგროვება.
|
საუბარი;
კითხვა-პასუხი; ლექსების მხატვული კითხვა
|
ურთირთშეფასების კითხვარი,ფორმატი, ,ფანქრები,სახაზავი
საშლელი.
|
12.04.2018
|
13
|
XIII შეხვედრა
მუხრან მაჭავარიანის
ბიოგრაფია(მინი ლექცია) ლექსების შერჩევა(3 ლექსი)
გარჩევა და მხატვრულ
კითხვაზე მუშაობა,ლექსების სახის განსაზღვრა ინდივიდუალურად,შემდეგ ჯგუფებში,მოსმენა
აუდიო აპარატურით და მიბაძვითი კითხვა(ინდივიდუალურად) მოძიებული მასალების დაჯგუფება
და სამახსოვრო ალბომის გაკეთება.შემდეგი შეხვედრისთვის ლექსების მხატვრული კითხვით
აუდიტორიის წინაშე წარდგენა.პოეზიის საღამოსთვის მზადება.უცხო სიტყვების ამოწერა
და განმარტება.
|
საუბარი,მინი
ლექცია,კითხვა-პასუხი
|
მ.მაჭავარიანის
პოეტური კრებული.ოქროს
ფონდიდან ქართველი მწერლების, პოეტების მიერ წაკითხული
ლექსები.
|
26.04.2018
|
14
|
XIV შეხვედრა
ჯგუფებს
შორის ლექსების გამომეტყველებით კითხვაში-შეჯიბრი.განმავითარებელიდა
განმსაზღვრელი
შეფასება .
|
ნასწავლი ლექსების
გამომეტყველებითი კითხვა
|
შეფასების
კრიტერიუმები
|
10.05.2018
|
15
|
XV შეხვედრა
პოეზიის
საღამოსთვის ლექსების გადანაწილება ,მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით.
|
პოეტების მიერ
წაკითხული ლექსების მოსმენა;
კომენტარი
|
აუდიოაპარატურა,
ინტერნეტი, კრებულები,
|
24.05.2018
|
16
|
XVI შეხვედრა
ლექსების წარდგენა
აუდიტორიის წინაშე,კომენტარების გაკეთება,პოეზიის საღამოსთვის მზადება,მასალების
დარიგება და დამუშავებული ლექსების გადანაწილება.
|
ლექსების
მხატვრული კითხვა
|
პოეტური კრებულები.
|
7.06.2018
|
17
|
XVII შეხვედრა
პოეზიის საღამო:,,ყოველი ლექსი თვალწინ გვიშლის ახალ
სამყაროს“ მოსწავლეებისა და
მშობლების შეფასების კითხვარის შევსება (წრის მუშაობა წლის განმავლობაში)
|
ლექსების
მხატვრული წაკითხვა ფართო აუდიტორიის წინაშე,
კომენტაერები
მშობლებისა და მოსწავლეების.
|
შეფასების
კითხვარი,მოსწავლეებისთვი-სა და მშობლებისთვის
|
13.06.2018
|
მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური, ჯგუფური, გუნდური მუშაობა.
სამიზნე ჯგუფი: საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VIIკლ.)
მოსწავლეთა
რაოდენობა : 11
მოსწავლე.
დრო: გაკვეთილების შემდეგ, 1 საათი. წრის მუშაობა
ჩატარდება ორ კვირაში ერთხელ.
შედეგი: ჩემი აზრით, საწრეო მუშაობა დიდ დახმარებას გაუწევს
საპროგრამო და პროგრამის გარეშე ლიტერატურის გაცნობას, მასალის ღრმა გაგებას და
გადმოცემას.
ჩემ მოსწავლეებს ეცოდინებათ
სიტყვის, წინადადების სწორად წარმოთქმა, საგნის და მოვლენის ნათლად წარმოდგენა,
ფერებში მისი აღქმა, ემოციების გადაუჭარბებლად გამოხატვა, გამოხატვის საშუალებების
ზომიერად გამოყენების უნარ ჩვევები; იმეტყველებენ ზუსტად და ნათლად. კიდევ უფრო
შეუყვარდებათ პოეზია.
გახდებიან მეტად წიგნიერნი. აზრს თანმიმდევრულად
ჩამოაყალიბებენ. ჟესტიკულაციას და მიმიკებს ლექსის შესაბამისად გამოიყენებენ.
ეცოდინებათ ლექსის მუსიკალურობა. ლექსის დაკვირვებით წაკითხვა, სწორი და
მიმზიდველი გადმოცემა, რაც მთავარია,
ეცოდინებათ ჯგუფური, გუნდური მუშაობის პრინციპები.
შეფასება: დასკვნითი შეხვედრისას მოხდება გაწეული
მუშაობის შეფასება:
ა) შესრულდა თუ არა მიზანი;
ბ) ინფორმაცია იყო თუ არა ხელმისაწვდომი;
გ) დამუშავებული საკითხები შეესაბამებოდა მოსწავლეთა
ინტერესებს თუ არა;
დ) განხილული საკითები ეხმარებოდა თუ არა ცოდნის გაღ-
რმავებაში;
ე)
მუშაობისას აქტივობები საინტერესო იყო თუ
არა მოსწავლეე-
ბისთვის;
ვ) შეხვედრების დროს სუფევდა თუ არა
კეთილგანწყობილება;
პირველი შეხვედრა: მშობლებთან ხელშეკრულების გაფორმება, წრის მიზნების გაცნობა და განრიგის შედგენა.
პირველი შეხვედრა: მშობლებთან ხელშეკრულების გაფორმება, წრის მიზნების გაცნობა და განრიგის შედგენა.
პოეზიის საღამო
Комментариев нет:
Отправить комментарий