ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა


ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიმართულებების აღწერა


ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება. ეს მიმართულებები სამ ძირითად საგნობრივ სფეროში ჰპოვებს რეალიზებას. ესენია: ენა, როგორც ინფორმაციის გაგების, ანალიზისა და შეფასების საშუალება (ენა საინფორმაციო მიმართულებით), ენის კომუნიკაციური ასპექტები (ზეპირი და წერილობითი არამხატვრული ტექსტები) და ლიტერატურა, როგორც ენის ესთეტიკური გამოვლინება.

 უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულებები: 

·         ზეპირმეტყველება. ეს მიმართულება ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას აერთიანებს. ესენია: მოსმენა და ლაპარაკი. ამ სამეტყველო ქცევებთან დაკავშირებული  უნარ-ჩვევების თანამიმდევრული განვითარება მიზნად ისახავს თავისუფალი, თანამედროვე კომუნიკაციისათვის მზადმყოფი პიროვნების ჩამოყალიბებას. ეს  გულისხმობს ზეპირი მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციისა და ინტერაქტიური უნარების განვითარებას. მათი განვითარება საფუძველს უყრის ჰუმანური, ტოლერანტული, სხვათა აზრის დამფასებელი  პიროვნების აღზრდას. 
·         კითხვა. კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.  სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა  გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა შეეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული კითხვა, გრამატიკული, სტატიკური და კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; სპეციალური საძიებლებისა და ლექსიკონების გამოყენება, ტექსტების სწრაფი და დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის  დამუშავება, მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა.
·         წერა. ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა, წერის კულტურის ჩამოყალიბება პიროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და განვითარება, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტური საშუალებების დაუფლება, მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება (წინასწარი გეგმის შედგენა, საკვანძო სიტყვების შერჩევა, შავი ხელნაწერის გასწორება-რედაქტირება და ..). მოსწავლე უნდა დაეუფლოს აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს, აგრეთვე მკაფიო ხელწერას, მართლწერისა და პუნქტუაციის სავალდებულო ნორმებს.


საგნობრივი მიმართულებები

ენა აზროვნებისა და კომუნიკაციის საშუალებაა. შესაბამისად, მისი სწავლება ენის ამ ორი უმთავრესი ფუნქციის წინ წამოწევასა და პრიორიტეტულ მიზნად დასახვას უნდა ემსახურებოდეს. 

·         ინფორმაციის გაგება  და შეფასება, როგორც აზროვნების საშუალება, უპირველესად გულისხმობს ადამიანის თვითგამოხატვის ენობრივი საშუალებების ფლობას, ენის სემანტიკური და სტრუქტურული კანონზომიერებების ცოდნას; მოსწავლეები ეუფლებიან მშობლიური ენის მართლწერისა და მართლმეტყველების ძირითად ნორმებს. მშობლიური ენის სწავლების ძირითად პრინციპს წარმოადგენს ენის აქტიური გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლება, რაც გულისხმობს მოსწავლეებში ენობრივი კომპეტენციის განვითარებას და არა მხოლოდ გრამატიკული ცოდნის თვითმიზნურ დაგროვებას. ძირითადი აქცენტი გადატანილია პრაქტიკული გრამატიკის სწავლებაზე. ამიტომ, სწავლის პროცესში ენის საკითხები უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს ტექსტს და კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციას.  
·         ენის სწავლების ამ კომპონენტთან მჭიდროდაა დაკავშირებული ენის კომუნიკაციური ასპექტები; მისი მიზანია, გამოუმუშაოს მოსწავლეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ სამეტყველო სიტუაციის მართებულად შეფასებისა და სამეტყველო ქცევის ადეკვატურად წარმართვისათვის, ნებისმიერ სოციალურ გარემოში წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად, კომუნიკაციის ძირითადი ხერხებისა და სტრატეგიების დასაუფლებლად. ენის სწავლების ეს კომპონენტი სოციალური ინტერაქციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად. 
·         მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. ლიტერატურის სწავლების პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს და ერთგვარი ბიძგი მისცეს თითოეულ მოსწავლეში არსებული უნიკალური  -  ინდივიდუალური და შემოქმედებითი  -  პოტენციალის გამოვლენას. მხატვრული ლიტერატურის შესწავლისას, მისი თავისებურებებიდან  გამომდინარე მოსწავლეთა წინაშე ბუნებრივად ჩნდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის ინდივიდუალური პერსპექტივა. 
·         პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში ლიტერატურის სწავლების მიზანია არა იდეოლოგიზებული ცნობიერების მქონე ადამიანის აღზრდა, არამედ ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც მოსწავლეს საშუალება ექნება, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე გაიაზროს და შეაფასოს მხატვრულ ტექსტებში ასახული სიღრმისეული და ცხოვრებისეული პრობლემები. ლიტერატურასთან ურთიერთობამ უნდა განუვითაროს მოსწავლეს მხატვრული და ესთეტიკური გემოვნება, გაუღვიძოს შინაგანი აქტიურობისა და თვითშემეცნების სურვილი.








ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის სწავლების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების შესახებ

სწავლების კონცეფცია
თანამედროვე სამყარო წარმოუდგენელია განათლების კარგად გააზრებული და თანამედროვე გამოწვევებს მორგებული საგანმანათლებლო კონცეფციის  გარეშე. სახელმწიფოს კეთილდღეობა, მისი მომავალი, მონაწილეობა გლობალურ პროცესებში , განვითარება და აღმშენებლობა დამოკიდებულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, მაღალი პასუხისმგებლობის, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების მქონე განათლებული მოქალაქეების არსებობაზე, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ ქვეყნისათვის საკუთარი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობა.
სიცოცხლის ადრეული წლებიდანვე ხდება ადამიანში გარკვეული ღირებულებების ჩამოყალიბება, მოგვიანებით კი სოციალიზაციის პროცესის მეშვეობით, მათი გამყარება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სოციალიზაციის პროცესის განუყოფელი, მეტიც, ერთ-ერთი წარმმართველი ფაქტორია და სწორედ ის უნდა უზრუნველყოფდეს თანამედროვე მოზარდების მომზადებას ზრდასრული ცხოვრებისათვის და თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის.
ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი საგნობრივი კომპეტენციების და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიღმა პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. პიროვნების საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები, საერთო კულტურა, მისი ღირებულებები, განვითარების პროცესი სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება და საგნის სწავლების ძირითადი მიზნებიც ამ მოცემულობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
გარდა ამისა, ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შესასწავლ საგნებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. საგნობრივი პროგრამის თანახმად, ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა.
უმნიშნელოვანესია საგანმანათლებლო სტრატეგიების და კონცეფციების მორგება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებისა და მოთხოვნებისთვის, რადგან გლობალური ცვლილებები, აზროვნების ახალი ტენდენციები, მეცნიერების  პერსპექტივები, ტექნოლოგიური მიღწევები ახალ რეალობას გვთავაზობს.

ჩვენს ქვეყანაში ენისა და ლიტერატურის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება, მეთოდები, მიდგომები, საპროგრამო თხზულებები, აპრობირებული სასწავლო-მეთოდური პრატიკა საგნის სწავლების არსებული კონცეფციის შემადგენელი ნაწილებია. საგანმანათლებლო საჭიროებების ცვლილებების, ტექნიკური პროგრესის და სხვა არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით ჩნდება ახალი გამოწვევები და სირთულეები, რაც საჭიროებს კვლევას, რევიზიას და სისტემურ ცვლილებებს.
განათლების ეროვნულ მიზნებში, ზოგადი განათლების შესახებ კანონში და სხვა დოკუმენტებში დეკლარირებული მიზნებისა და გეგმების განხორციელება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნებისთვის გამოყოფილი საათების განმავლობაში. გაკვეთილი სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმაა და გაწერილი მიზნების რეალიზებას სწორედ ის უნდა უწყობდეს ხელს.
პრობლემები, რომლებსაც პირადი პრაქტიკული გამოცდილების განმავლობაში ვაკვირდებოდი, რამდენიმე თემატურ ჯგუფად გავაერთიანე:
წიგნიერების იმიტაცია
კითხვისა და წიგნისადმი ინტერესის შემცირება განსაკუთრებით აისახება ენისა და ლიტერატურის საგნის შესწავლის მოტივაციაზე. წიგნიერების ..იმიტაციური გამოცდილება დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული და აპრობირებული მეთოდია. მოსწავლეები ეცნობიან ტექსტების მოკლე შინაარსებს, პერიფრაზებს, ეკრანიზაციებსაც კი.
შინაარსზე ორიენტირება
საგაკვეთილო პროცესში უმეტეს შემთხვევაში სასწავლო აქტივობები შემოფარგლება ნაწარმოების ..გარჩევით,  შინაარსის დამუშავებით, ისტორიულ-კულტურული მოცემულობის მწირი მიმოხილვით, ავტორის ბიოგრაფიის ზერელე გაცნობით ( დაბადება-გარდაცვალების და ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღების მიმოხილვით). ნაკლები დრო ეთმობა ანალიტიკური, მაღალი სააზროვნო უნარების გასააქტიურებელ სავარჯიშოებს, ინტერპეტაციას, მსჯელობას საკვანძო საკითხებზე, ვერ ხერხდება ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და თანამედროვე აქტუალურ პრობლემებთან წაკითხულის დაკავშირება, თანამედროვე კონტექსტის თანახმად გააზრება. მიზეზი დროის უკმარისობა და პროგრამული მასალის მოცულობაა

ტექსტის შინაარსის დამახსოვრება, მოკლე შინაარსის გადმოცემა ლიტერატურის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების მქონე ხელოვნების დარგის მნიშვნელობას აკნინებს. პროცესი ორიენტირებულია პრაგმატული მიზნის მიღწევაზე ( შინაარსის კარგად დამახსოვრება გამოცდის ჩაბარების წინაპირობაა).

საპროგრამო ტექსტების რაოდენობა და მოცულობა.
საათობრივი ბადით საგნისთვის გამოყოფილი საგაკვეთილო საათები არ არის საკმარისი ამ რაოდენობისა და მოცულობის ტექსტების სტანდარტთან შესაბამისად დასამუშავებლად. საპროგრამო მხატვრული ნაწარმოებების მხატვრული, კულტურული, ეროვნული, ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით რომელიმე მათგანის დათმობა პრობლემურია. შესაბამისადმოსწავლისთვის შეთავაზებული სავალდებულო ჩამონათვალი გაცილებით აღემატება მათი შესწავლისთვის გამოყოფილ დროს.

შინაგანი მოტივაციის ნაკლებობა მიზეზები:
პროგრამულ ტექსტებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ნაკლებადაა გათვალისწინებული მოსწავლეების ასაკი, ასაკობრივი თავისებურებები, ფსიქოემოციური განვითარება, ინტერესები. ფსიქოლოგიური ბარიერები ტექსტის გაგების თვალსაზრისით საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის, მოსწავლეებს უჭირთ განსხვავებულ ეპოქაში, სოციო-კულტურულ გარემოსა და პირობებში შექმნილი ტექსტები ამ რაოდენობით შესწავლისას მოტივაციის  შენარჩუნება.
მოსწავლეთა ლექსიკური, სამეტყველო, ენობრივი, მხატვრული, ინტერტექსტუალური ექსტრატექსტუალური  კომპეტენციები საკმარისი არ არის მიწოდებული ტექსტების გასაგებად და გასააზრებლად.
ცხოვრებისული გამოცდილება და ტექსტების აქტუალობა
პროგრამულ ჩამონათვალშიც და სახელმძღვანელოებშიც მცირე ადგილი აქვს დათმობილი თანამედროვე ავტორების ტექსტებს, მოსწავლეებს არ ეძლევათ საშუალება გაეცნონ მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვან თემებსა და მოტივებზე დაწერილ თხზულებებს, არადა ეს გამოცდილება საკმაოდ მნიშვნელოვანია ლიტერატურისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. ლიტერატურული კანონის ფარგლებში შერჩეული ტექსტები,  მიუხედავად უპირობო მაღალმხატვრული და კულტურული ღირებულებისა, ამგვარ გამოცილებას ვერ სძენენ ახალბედა მკითხველს.

მონოკულტურული ჭრილი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოთა გრიფირების წესზე თანდართულ ინსტრუქციაში სახელმძღვანელოების შეფასების კრიტერიუმების თაობაზე მითითებულია: ) სახელმძღვანელოს შინაარსი ითვალისწინებს საქართველოს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ) სახელმძღვანელო უწყობს ხელს არასტერეოტიპული, მრავალმხრივი აზროვნებისა და შეხედულებების განვითარებას მოსწავლეებში. მიუხედავად ამისალიტერატურის სწავლება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში გულისხმობს ლიტერატურის ნაციონალურ ჭრილში გააზრებას, ტრადიციულად დამკვიდრებული ლიტერატურის ისტორიის შესწავლას, ლიტერატურული ტექსტების გააზრებაც უმეტესად ჩაკეტილ, მონოკულტურულ ჭრილში ხდება.

ენობრივ-გრამატიკული ასპექტი

არასაკმარისი დრო ეთმობა ენობრივ-გრამატიკული კომპეტენციების დაუფლებას. გრამატიკული, სტილისტიკური,მხატვრული საშუალებების შესწავლა არასათანადო ხარისხით ხდება.  შედეგად მოსწავლეები ორთოგრაფიულ, სინტაქსურ, სტილისტიკურ, პუნქტუაციურ ნორმებს  სასურველზე ( მოსალოდნელზე) დაბალი ხარისხით ეუფლებიანუჭირთ სხვადასხვა ტიპის და სტილის ტექსტების გამართულად წერა, გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის წესების მართებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.
ჩემთვის, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, დასმული საკითხების სამომავლო კვლევა და ამ მოსაზრებების დადასტურება ან უარყოფა უმნიშვნელოვანესი საკითხია. საინტერესო იქნებოდა კოლეგების მოსაზრებების და დამოკიდებულებების გაცნობა.
ნანა მრევლიშვილი (ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის განყოფილების მეცნიერ_თანამშრომელი)
 ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების სპეციფიკა თანამედროვე სკოლაში (IX კლასის სახელმძღვანელოების მიხედვით)

ძველი ქართული ლიტერატურის სწავლება, ლიტერატურის ამ მიმართულების ენის, ლექსიკის, მსოფლმხედველობისა და სხვა თავისებურებათა გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მეთოდოლოგიურ მიდგომას საჭიროებს. ტრადიციულად ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლა ხდება IX კლასში, რასაც საფუძვლად ლიტერატურის პერიოდიზაციის პრინციპი უდევს. რა მასალაა წარმოდგენილი IX კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის ახალ სახელმძღვანელოებში და სწავლების რა ძირითად მეთოდოლოგიურ ასპექტებს გვთავაზობენ ავტორები? ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით IX კლასის მოსწავლეთათვის სასწავლო პროცესში იგეგმება სამი მიმართულება: ზეპირმეტყველება, კითხვა და წერა. სამივე მიმართულებით სასურველი შედეგის მიღწევა დამოკიდებულია არა მხოლოდ მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის სწორად და ხარისხიანად წარმართვაზე, არამედ, და არსებითად - სწავლების ძირითად კონცეპტუალურ მიმართულებასა და იმ სახელმძღვანელოზე, რომელსაც ირჩევს საგნის პედაგოგი. დღესდღეობის IX კლასის მოსწავლეთათვის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებულია სამი ალტერნატიული სახელმძღვანელო: 1. ავტორები -ლია თუშური, მაია ინასარიძე, ნინო შარაშენიძე 2. ავტორებივახტანგ როდონაია, ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი 3. ავტორები - ბაკურ სულაკაური, თეა ქიტოშვილი და ნინო გორდელაძე. უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ ხსენებულ ავტორებს ძალიან მძიმე შრომა გაუწევიათ თვითეული სახელმძღვანელოს შესაქმნელად. მადლობა ვუხდით მათ ამ მეტად საჭირო გარჯისათვის. ჩვენს მოხსენებას აქვს არა იმდენად შეფასებითი, რამდენადაც აღწერითი ხასიათი და, ამასთან, წარმოგიდგენთ მოკრძალებულ შენიშვნებსა და სურვილებს. აქვე დავძენთ, რომ რიგი მიზეზების გამო მოხსენებას სისრულის პრეტენზია ნამდვილად ვერ ექნება. ჩვენ ვისაუბრებთ ამ სახელმძღვანელოების მიხედვით ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების ძირითად ასპექტებსა და მიმართულებებზე. არ შევეხებით `ვეფხისტყაოსანს,~ რადგან მასზე ისაუბრებენ რუსთველოლოგები. თავდაპირველად ვნახოთ რა მასალაა წარმოდგენილი მითითებულ სახელმძღვანელოებში. სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი მასალა: 1. სახელმძღვანელო, რომლის ავტორები არიან ლია თუშ 3. სახელმძღვანელოში, რომლის ავტორები არიან ბაკურ სულაკაური, თეა ქიტოშვილი და ნინო გორდელაძე, აგიოგრაფიიდან წარმოდგენილია მხოლოდ `შუშანიკის წამება.~ ძველი ქართული მწერლობის ძეგლებიდან აქ მოცემულია, აგრეთვე, `სიბრძნე-სიცრუისა~ და `დავითიანი.~ იმის გათვალისწინებით, რომ სულხან-საბა ორბელიანის იგავები წინა კლასებში ისწავლებოდა, ამჯერად ავტორები გვთავაზობენ ტექსტის იმგვარად ადაპტირებულ ვარიანტს, რომ გამოიკვეთოს ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა. `დავითიანიდან~ მოცემულია ფრაგმენტულად. აქვე ავტორებს სასწავლო პროგრამაში შემოაქვთ ჰიმნოგრაფიული ჟანრის ნიმუში, დიმიტრი !-ის ღვთისმშობლის საგალობელი. ზოგადი დასკვნის სახით ვიტყვით, რომ დღეისათვის არსებულ ახალ სახელმძღვანელოებში ძველი ქართული ლიტერატურა საკმაოდ შეზღუდული ფორმატითაა წარმოდგენილი და მოსაზრებას, რომ ქართული ლიტერატურის სწავლებას პრიორიტეტული სახე უნდა ჰქონდეს, ნამდვილად არ შეესაბამება. საფუძველი, დასაბამი ქართული ლიტერატურისა ძველი ქართულია და ნამდვილად გვმართებს უფრო მეტად გავისარჯოთ ჩვენი კულტურის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის გასაცნობად და შესასწავლად. ძველი სასწავლო პროგრამების მიხედვით, აგიოგრაფიიდან ისწავლებოდა `შუშანიკის წამება,~ `აბოს წამება~ და `გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება.~ ახალ სახელმძღვანელოებში `აბოს წამება~ რატომღაც ამოღებულია. ძველი ქართული მწერლობის `ტრადიციულად საპროგრამო~ ძეგლები (ჩამოთვლილ ნაწარმოებებთან ერთად - `წმ. ნინოს ცხოვრება,~ `ვეფხისტყაოსანი,~ `სიბრძნესიცრუისა,~ `დავითიანი,~) მოსწავლეს წარმოდგენას უქმნის მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობის განვითარების ეტაპებზე, ეპოქის, მსოფლმხედველობის, ლიტერატურული ჟანრების თავისებურებეზე, ამდენად, ამ მასალის არათუ შემცირება, სასურველია უფრო სრული ფორმატით წარმოდგენა. ტექსტის ადაპტირების პრობლემა: ძველი ქართული სამწერლობო ძეგლების სწავლების პროცესში, სხვა პრობლემების გვერდით, ერთ-ერთი ძირეული და აქტუალურია ტექსტების ადაპტირების პრობლემა. ძველი ქართული, როგორც სასულიერო, ისე საერო მწერლობის, ძეგლები მოცულობის სიდიდისა თუ აზრობრივი სირთულის გამო ზოგ შემთხვევაში გარკვეულ ადაპირებას ნამდვილად საჭიროებენ, მაგრამ ამ პროცესში უთუოდ გასათვალისწინებელია, რომ ტექსტის მონაკვეთებს შორის არ იყოს აზრობრივი წყვეტა, მოსწავლეებს არ გაუძნელდეთ ადაპტირებული ტექსტის მთლიანობაში აღქმა, ძირეული პრობლემატიკის გამოკვეთა და . . რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით ახალ სახელმძღვანელოებში? 1. ავტორები - ლია თუშური, მაია ინასარიძე, ნინო შარაშენიძე: ტექსტები კარგად არის ადაპტირებული. მონაკვეთებს შორის აზრობრივი წყვეტა არ შეინიშნება. აგიოგრაფიული თხზულებები სიუჟეტის განვითარების მიხედვით დაყოფილია თავებად (თავდაპირველ, საცდელ გამოცემაში `შუშანიკის წამების~ თავები დასათაურებული იყო, საბოლოო გამოცემაში თავები მხოლოდ გადანომრილია, რაც, ვფიქრობთ, სასურველი ცვლილებაა, რადგან თავების დასათაურება ამ გამოცემის მიხედვით მოსწავლეებს ევალებათ, ეს კი ტექსტის შინაარსის დეტალურ წვდომას შეუწყობს ხელს). `გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების~ ტექსტის ადაპტირებისას ავტორები შინაარსის გამთლიანების მიზნით ტექსტში ურთავენ ახალქართულ მონაკვეთებს, რაც, ვფიქრობთ, ასევე გამართლებულია და მოსწავლეებს გაუადვილებს თხზულების მთლიანობაში აღქმას. 2. ავტორები - ბაკურ სულაკაური, თეა ქიტოშვილი და ნინო გორდელაძე რაც ამ სახელმძღვანელოს არსებით პრობლემად მიგვაჩნია, არის სწორედ ადაპტირების ფორმა, ტექსტუალური მხარე, მხედველობაში გვაქვს ტექსტის ახალქართული ვარიანტი, რომელიც ძველის პარალელურადაა მოცემული. ამას გარდა, ახალქართულ თარგმანში რიგი უზუსტობებიც შეინიშნება: გვ. 10 მეფისათვის თავის მოსაწონებლად ეს საბრალო სპარსეთის სამეფო კარიდან ცოლს ითხოვდა. გარდა ამისა, ჰპირდებოდა პეროზს, რომ კანონიერ ცოლსა და შვილებსაც მაზდეანობაზე მოაქცევდა, მიუხედავად იმისა, რომ შუშანიკისაგან ამის პირობა არ ჰქონია. სპარსეთის მეფემ გაიხარა და გადაწყვიტა, ვარსქენისათვის თავისი ასული მიეთხოვებინა.ხოლო საწყალობელი ესე ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისაგან, რაÁთამცა სათნო ეყო მეფესა, და ესრეთ ეტყოდა, ვითარმედ: `რომელი იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსა სჯულსა, ვითარცა-ესე მე.~ ამას უქადებდა, რომელი იგი არა აქუნდა Ãელთა შუშანიკისაგან. მაშინ განიხარა მეფემან და ბრძანა ცოლად მისა ასული მეფისაÁ. გვ. 10-11 შეცბუნებულმა მოციქულმა ვეღარაფრის თქმა ვეღარ გაბედა.ხოლო კაცმან მან ვერ იკადრა სიტყუად მისა. გვ. 11 ბოლოს დესპანმა სიმართლე უთხრა ხოლო კაცმან მან უთხრა მართალი და ჰრქუა. გვ. 11 ამის გამგონე შუშანიკი მიწაზე დავარდა და მწარედ აქვითინდა.ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა იგი ქუეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა. გვ. 12 ვიდრე მას დავუბრუნდე ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაÁ გამიკვირდა, ასეთ დროს რად დავჭირდი-მეთქი ვარსქენს? და მე დამიკÂრდა, თუ რაÁსა-მე მიწესს ამას ჟამსა? ძველი ქართული ტექსტების სწავლების ამგვარი მეთოდიკა, ძველის პარალელურად ახალქართული ვარიანტის წარმოდგენა, გაუმართლებლად მიგვაჩნია, რადგან, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ამ შემთხვევაში მოსწავლე წყდება ძველ ქართულ ტექსტს და მხოლოდ ახალ ქართულ ვარიანტს ეცნობა, მართალია, დავალებებში ავტორები ცდილობენ ზოგიერთ ძველქართულ ფრაზასა თუ ლექსიკურ ერთეულზე გაუმახვილონ მოსწავლეებს ყურადღება, მაგრამ ეს ნამდვილად ვერ ცვლის საერთო სურათს. 3. ვახტანგ როდონაიას, ნინო ნაკუდაშვილის, ავთანდილ არაბულისა და მარინე ხუციშვილი მიერ შედგენილ სახელმძღვანელოში, როგორც შევნიშნეთ, გარდა ავთანდილის ანდერძისა, ძველი ქართული ლიტერატურიდან მოცემულია მხოლოდ `წმინდა ნინოს ცხოვრება,~ რომელიც ადაპტირების თვალსაზრისით ნამდვილად კარგადაა წარმოდგენილი. ლექსიკური მხარე: ტექსტები აღჭურვილია სათანადო ლექსიკონებით. ეს ტრადიციული პრაქტიკა ამ შემთხვევაშიც გრძელდება. შეინიშნება მცირე ხარვეზები და უზუსტობები (მაგ. . თუშური, . ინასარიძე, . შარაშენიძის სახელმძღვანელოში განუმარტავია სიტყვები ჯეკმა (გვ. 130), ქედი; მარტÂლი (130); სალმობა (130); მამამძუძე (131), შეურაცხი (127), განვიზრახევდით (126)...). ვფიქრობთ, სამომავლოდ ეს ხარვეზებიც გამოსწორდება. ტექსტების ენობრივი მხარე: სამივე სახელმძღვანელოების ავტორები იცავენ ძველი ქართული ენის ნორმებს, დაცულია ხმარებიდან გადასული ძველი ქართული ასოების, დიფთონგების გამოყენების თავისებურებები.. არსებითად, ამ თვალსაზრისით ჩვენ შენიშვნა გვქონდა ლია თუშური, მაია ინასარიძე, ნინო შარაშენიძის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს საცდელ გამოცემასთან, სადაც ეს ნორმები უგულვებელყოფილი იყო. საბოლოო გამოცემაში ეს პრობლემა აღარ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით მცირე უზუსტობებს (გვ. 121 – ზრახვაი, სიტყვასა, 118 – მახვილი, ქრისტÂსი (კორექტურა), 131 – თუისი და . .), რომლებიც უფრო კორექტურული ხასიათისაა. სააზროვნო-შემეცნებითი აპარატი კითხვარებსა და დავალებებს, რომლებიც დართული აქვს შესასწავლად წარმოდგენილ ლიტერატურას, პირობითად სააზროვნო-შემეცნებითი აპარატი ვუწოდეთ. საგნის სწავლების თანამედროვე მეთოდიკა, რომელიც ორიენტირებულია აზროვნების განვითარებისაკენ, წარმოუდგენელია ამგვარი კითხვარებისა და დავალებების გარეშე. ეს აპარატი, გარდა იმისა, რომ მოსწავლეს სწავლების პროცესში როგორც ტესტების აზრობრივ-შინაარსობრივ წვდომაში, ისე წერითი დავალებების შესრულებისას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, ასევე საუკეთესო დამხმარე და ორიენტირია პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის. სააზროვნო-შემეცნებითი აპარატი, რომელიც წარმოდგელია თუშური, ინასარიძე, შარაშენიძის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოში, ალტერნატიულ სახელმძღვანელოებთან შედარებით, ყველაზე სრული და მრავალფეროვანია. კითხვარები, რომლებიც დართული აქვს ტექსტებს, თემატურად არის განაწილებული: 1. კითხვათა ნაწილი მიმართულია შინაარსის, 2. ნაწილიმსჯელობისა და ნაწარმოებში დასმული პრობლემების გააზრებისაკენ 3. მოცემულია დავალებები ჯგუფური მუშაობისათვის 4. და წერითი დავალებები, რომლებიც მასალის გააზრების რამდენიმე ასპექტს ითვალისწინებს: ) შინაარსობრივს (ნაწარმოების დეტალური გეგმის შედგენა), ) მსჯელობაანალიზის (პერსონაჟის დახასიათება კონკრეტული ეპიზოდის ან ეპიზოდების მიხედვით), ) ლიტერატურის თეორიის (ტექსტში ეპითეტებისა და შედარებების დაძებნა). წერითი დავალების, თხზულების შესრულება, როგორც ვიცით, ყველაზე პრობლემატურ საკითხად რჩება მოსწავლეთათვის. სახელძღვანელოს ავტორები ცდილობენ მოსწავლეებს მიაწოდონ მზა სტრუქტურული ფორმები, რომლებიც მათ თხზულების აგებაში დაეხმარება. ავტორებს გათვალისწინებული აქვთ ისიც, რომ ხედვის სხვადასხვა კუთხიდან პერსონაჟი, მისი ქცევა თუ ხასიათი შესაძლოა სრულიად სხვადასხვაგვარი აღმოჩნდეს. ისინი მოსწავლეებს ამ ტიპის დავალებებსაც სთავაზობენ (გვ. 134 – შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პერსონაჟი და მისი პოზიციიდან დაახასიათეთ შუშანიკი; ჯოჯიკი; ვარსქენი...). პერსონჟის დასახასიათებლად ავტორები იყენებენ ცხრილებსაც. ავტორებს გათვალისწინებული აქვთ შემაჯამებელი გაკვეთილიც, წარმოდგენილი ტესტური დავალების სახით, რომელიც თვითშეფასების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ამგვარი დავალებები ალტერნატიულ სახელმძღვანელოებში შედარებით უფრო შეზღუდული სახით არის წარმოდგენილი. აქვე მოკლედ გვინდა შევეხოთ წერითი დავალების ზოგად პრობლემას: შეფასების ცენტრის მიერ საგამოცდო წერითი დავალების ფორმატის განსაზღვრამ გამოიწვია ის, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესშიც ასეთივე მოცულობის თხზულებებს წერენ და, პრაქტიკულად, თუკი საშუალო შესაძლებლობების მოსწავლისათვის უფრო დიდი მოცულობის თხზულების დაწერა ადრე პრობლემას არ წარმოადგენდა, დღესდღეობით მათ ამგვარი, შეზღუდული მოცულობის თხზულების დაწერაც უძნელდებათ. თხზულების სქემატურად აგების პრინციპს უდავოდ აქვს თავისი დადებითი მხარე და ნამდვილად უიოლებს მოსწავლეს თხზულების სტრუქტურაში გარკვევასა და წერის ჩვევების გამომუშავებას. მაგრამ რამდენად ვაღწევთ თავს სტერეოტიპულობასა და დაშტამპულობას? ვფიქრობ, ეს პრობლემა ისევ საკმაოდ აქტუალურია. 3. თეორიული საკითხები შედარებით სრულად არის წარმოდგენილი ბაკურ სულაკაურის, თეა ქიტოშვილისა და ნინო გორდელაძის სახელმძღვანელოში. აქ მოცემული მასალა მოსწავლეს აწვდის ცნობებს ზოგადად დამწერლობისა და კონკრეტულადქართული დამწერლობის, წარწერების, ხელნაწერების შესახებ. მოცემულია მწერლების ბიოგრაფიები. ამასთან, ამ კუთხით გათვალისწინებულია მოსწავლის ინდივიდუალური, დამოუკიდებელი მუშაობის აუცილებლობაც. ალტერნატიული სახელმძღვანელოების ავტორები თვლიან, რომ თეორიული მასალა (ნაწარმოების ავტორი, ჟანრი, ეპოქა...) მოსწავლემ დამოუკიდებლად უნდა მოიძიოს. სწავლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ უმჯობესია სასწავლო მასალა სახელმძღვანელოშივე იყოს თავმოყრილი და ხელოვნური ბარიერი არ შევუქმნათ მოსწავლეებს. და ბოლოს შევეხებით ამ სახელმძღვანელოების ძირეულ კონცეპტუალურ საფუძვლებს. სახელმძღვანელოების სტრუქტურა იმ კონცეფციის გაგრძელებაა, რომელიც გულისხმობს სასწავლო მასალის თემატური რკალების სახით წარმოდგენას. ამთავითვე შევნიშნავთ, რომ თემატური რკალების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, პირიქით - მის ეფექტურობასა და სარგებლიანობაში თავადვე დავრწმუნდით პრაქტიკულად. მაგრამ, როდესაც ჩვენ მოსწავლეებს ასათვისებლად ვთავაზობთ მეცნიერების ისეთ რთულ სფეროს, როგორიც ძველი ქართული ლიტერატურაა, დამეთანხმებით, ალბათ, რომ აქ სწავლების ზოგადი მეთოდიკა შესაძლოა არაეფექტური აღმოჩნდეს. ძველი ქართული ლიტერატურის სწავლება, ჩემი აზრით, საჭიროა ზოგადისტორიულ კონტექსტში, ამასთან, მოსწავლეს ძალიან გაუძნელდება ძირეული პრობლემატიკის გააზრება მსოფლმხედველობრივი კონცეფციის გაცნობის გარეშე. ამდენად, ვფიქრობთ, სახელმძღვანელოების თემატური სტრუქტურა, რომელიც გამართლებული და ეფექტურია დაწყებით (I-IV კლ.) და საბაზო (VII – IX) საფეხურზე, გადასასინჯია სწავლების საშუალო (X-XII) საფეხურზე. ძველი ქართული სამწერლობო ძეგლების სირთულის გამო არაერთხელ დამდგარა მათი უფრო ზედა საფეხურზე სწავლების საკითხი. ამის განხორციელებას ხელს უშლიდა მასალის წარმოდგენის ქრონოლოგიური მიმდევრობის პრინციპი. დღეისათვის, XII კლასის არსებობა საშუალებას იძლევა, რომ ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლა დავიწყოთ საშუალო საფეხურზე, ხოლო მანამდე მოსწავლეები ამ მასალის ასათვისებლად შევამზადოთ. სწორედ ამგვარი კონცეპტუალური თვალსაზრისითაა შექმნილი როდონაია, ნაკუდაშვილის, არაბულისა და ხუციშვილის სასწავლო პროგრამა. სახელმძღვანელოების ავტორები ზუსტად და რეალურად განსაზღვრავენ ძველი ქართულის სწავლების სპეციფიკას. მიიჩნევენ, რომ თექვსმეტი საუკუნის წინანდელი ქართული სალიტერატურო ძეგლების წაკითხვა და გაგება თანამედროვე ქართველებს დახმარების გარეშე შეუძლიათ, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ `ქართული მწიგნობრობის ისტორიული ხაზი არ გაწყვეტილა... რაგინდ რთული ტექსტი არ უნდა ავიღოთ ძველი ქართული თხზულებებიდან, მისი შინაარსის გაგება თანამედროვე მკითხველს მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლადაც შეუძლია.~ ამასთან, ავტორები შორს არიან იმ აზრისაგან, თითქოს ძველი ქართული ტექსტების აზრობრივ-შინაარსობრივი წვდომა ადვილი საქმე იყოს. ისინი თვლიან, რომ ქართული ლიტერატურის ამ მონაკვეთის გაგება საფუძვლიან შემზადებას მოითხოვს.~ ავტორები ითვალისწინებენ სხვაობას თანამედროვე და ძველ ქართულ ბგერით სისტემას შორის და საუბრობენ ხმარებიდან გადასულ ასო-ნიშნებზე (ეს საკითხი ნაწილობრივაა წარმოდგენილი სახელმძღვანელოში და სასურველია სრულად იყოს), აქვე მოცემულია ის ენობრივი საკითხებიც, რომლებიც მოსწავლეებს ძველი ქართული ტექსტების გაგებას გაუადვილებს. საფუძვლიან შემზადებაში ავტორები არა მხოლოდ მოსწავლეთა არსებული ცოდნის მარაგს, ასაკობრივ ფაქტორსაც ითვალისწინებენ. შემდეგ სამ საფეხურზე ისინი მასალი წარმოდგენას პერიოდების მიხდევით გეგმავენ და, როგორც თავად შენიშნავენ, სასკოლო განათლების ზედა საფეხურზე ისინი ძველი (X კლ.), ახალი (XIკლ.) და უახლესი (XII კლ.) ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოებს შემოგვთავაზებენ. ვფიქრობთ სასწავლო მასალის ამგვარი, ქრონოლოგიაზე დაფუძნებული სტრუქტურა მისაღები და გამართლებულია. მოკლედ შევეხებით აკადემიური საათების რაოდენობას. საშუალო და, ნაწილობრივ, საბაზო საფეხურზეც ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისათვის გამოყოფილი საათების რაოდენობა (კვირაში 5 საათი) ნამდვილად არ არის საკმარისი მასალის საფუძვლიანი ათვისებისათვის. აქვე ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ენის სწავლების სპეციფიკაზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქართული ენის, გრამატიკის შესწავლას არ უნდა ჰქონდეს განყენებული, ოდენ თეორიული სახე. მაგრამ იმგვარად მოცემული მასალა, როგორიც ამ სახელმძღვანელოებშია, ვერ იძლევა ჯეროვან და საფუძვლიან ცოდნას, რამდენადაც მას არა აქვს სისტემური ხასიათი. მიგვაჩნია, რომ ენის სწავლების მოცემული მეთოდი ნამდვილად გაამართლებს იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება არა ძირითადი, არამედ დამხმარე, უკვე შესწავლილი მასალი განმტკიცების საშუალება. ინტეგრირებული სწავლების მეთოდიკამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ გაამართლა, მართალია, ძირითად სახელმძღვანელოებთან ერთად იქმნება მცირე, დამხმარე ბროშურებიც, მაგრამ პრობლემა პრობლემადვე რჩება. აუცილებელია ამ საკითხზე დაფიქრება, ქართული ენის სისტემური სწავლება და სახელმღვანელოს შექმნა. დასასრულ შევნიშნავთ, რომ სწავლების ზოგადი ტენდენცია, სასწავლო პროგრამების გამარტივება, შეკვეცა, აკადემიური საათების შემცირება, მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისით რეგრესულ და არა პროგრესულ შედეგს იძლევა. სწავლების ნებისმიერი მეთოდი კი მაშინაა გამართლებული, თუ ის ორიენტირებულია შედეგზე. უმთავრესი პრინციპი, ამოსავალი და მიზანდასახულობა სახელმძღვანელოების ავტორების, პრაქტიკოსი მასწავლებლებისა თუ განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის სწორედ ეს მიმართულება უნდა იყოს




Комментариев нет:

Отправить комментарий

გამოკითხვა