პრობლემაზე
ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმა
გაკვთილის გეგმა
|
,,უძღები ძის იგავი“
ლუკას სახარება,თავი# 15
|
კლასი/დრო
|
მერვე
45 წთ.
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
13 მოსწავლე.
|
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
|
პრობლემაზე ორიენტირებული
|
საგანი/ მასწავლებელი.
|
ქართული ენა და ლიტერატურა
ეთერი გოგოლაძე.
|
სასწავლო მიზნები:
|
Ø ,,უძღები ძის იგავი“ ლუკას სახარების საფუძველზე , მოსწავლეებმა შეძლონ დასმული
პრობლემის აღმოჩენა, მისი გამომწვევი მიზეზების (2-3) დასახელება, გადაჭრის გზების მიგნება (2 გზა) , შეძლონ ნახატის ამოკითხვა ტექსტის დახმარებით.
Ø შეძლონ პერსონაჟის დახასიათება ნაწარმოებიდან გამოკვეთილი მახასიათებლების დახმარებით.
Ø გამოკვეთილი პრობლემის ცხოვრებასთან დაკავშირება.
|
გასავითარებელი უნარები:
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ
კრიტიკული აზროვნება, პრობლემაზე ორიენტირებული
მასალის დამუშავებისა და ამ პრობლემის გადაჭრის
გზის უნარი.
|
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
|
ქართ.
VIII. 5. მოსწავლეს
შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული),
რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და
მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·
ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
·
არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
·
მოიძიებს არგუმენტებს სადავო საკითხის გადაწყვეტის თითოეული ვარიანტის მხარდასაჭერად
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან,ბიბლიური
იგავის მახასიათებლები, ,,დამარხული ტალანტი“, ,,უძღები ძის იგავი“ ლუკას სახარებიდან (თავი
15) შეუძლიათ არქაულ ტექსტებზე მუშაობა, მოვლენების თანმიმდევრობით დალაგება ,არგუმენტირებული
მსჯელობა, ნაწარმოებიდან პრობლემის გამოკვეთა, გადაჭრის გზების ძიება , დასკვნების
გამოტანა, ჯგ.მუშაობა და პრეზენტაციის გაკეთება.
|
აქტივობა– 1
|
აქტივობის მიზანი-გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა
და ქცევის წესების შეხსენება.
აქტივობის მსვლელობა-.მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხის მოგვარების შემდეგ, კლასს
აცნობს გაკვეთილის მიზნებს, შეფასების რუბრიკას და ახსენებს ქცევის წესებს, რაც დაეხმარება მოსწავლეებს, იცოდნენ, თუ რომელ აქტივობაში რა
კრიტერიუმით შეფასდებიან.
დრო–3 წთ.
|
აქტივობა-2
|
აქტივობის
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.
მეთოდი: კითხვა-პასუხი.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო
კითხვები:
1. რამდენი შვილი ჰყავდა კაცს?
2. რა მოითხოვა შვილმა მამისგან
და რომელი შვილი იყო ეს?
3. შეეწინააგმდეგა თუ არა მამა შვილს?რატომ?
4. როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქცა თუ არა მამა,როცა სიხარულით მიიღო უძღები
ძე?
5. რატომ განაწყენდა უფროსი შვილი
6. თქვენ როგორ ფიქრობთ ,რა გამოიღებს სასურველ შედეგს,სასტიკი სასჯელი
უღირსი საქციელისთვის, თუ- პატიება და გულმოწყალება?
7.
როგორ ფიქრობთ, რატომ ელაპარეკებოდა
იესო ხალხს იგავებით?
8.
რითი შემოსავს სახლში დაბრუნებულ
შვილს მამა?
9. რისი სიმბოლოა ტექსტში: სამოსელი
პირველი,ბეჭედი და ხამლი (ფეხსაცმელი)
აქტივობის შედეგი- ნაწარმოების
მნიშვნელოვანი დეტალების გახსენება.
შეფასება: განმავითარებელი( სიტყვიერი კომენტარი)
დრო-12წთ.
აქტ. 3 ჯგ. მუშაობა.
აქტივობის მიზანი: ჯგუფური მუშაობის საშუალებით შეძლონ ნაწარმოებში
დასმული პრობლემის გამოკვეთა, მისი გამომწვევი
მიზეზებისა და გადაჭრის გზების პოვნა.
მეთოდი: ტექსტზე
მუშაობა
მოსწ. ორგანიზ.ფორმა: ჯგუფური
მსვლელობა: მასწავლებელი კლასს
ყოფს 3 ჯგუფად.
|
|
I-ჯგუფის დავალება: მოთხრობის რუკა- მოსწავლეები
წინასწარ გამზადებულ სქემას ავსებენ სადაც, ნაწარმოებიდან უნდა გამოკვეთონ პრობლემა, ჩამოთვალონ მისი გამომწვევი
მინიმუმ 2 მიზეზი და დაასაბუთონ ამ პრობლემის
გადაჭრის გზები არგუმენტირებულად.
II-ჯგუფის დავალება: პერსონაჟის რუკა, მოსწავლეებმა უნდა დაწერონ
როგორია პერსონაჟი ნაწარმოების დასაწყისში, ნაწარმოების ბოლოს, როგორ და რატომ შეიცვალა
იგი?
III- ჯგუფის დავალება: რემბრანტის სურათზე ,,უძღები ძე“, უნდა დაასახელონ იგავის რომელი ეპიზოდია ასახული და ახსნან სურათის არსი,სურათიდან
გამომდინარე მიხვდნენ,რომელი იქნება უფროსი ძე და დაასაბუთონ,საიდან გამოიტანეს ეს
დასკვნა?
შეფასება:
ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის განმსაზღვრელი შეფასება
(იხ. დანართი
1,2)
დრო-(15 წთ)
|
აქტივობა–4
|
მოსწავლეებს ვთხოვ მოემზადნონ
შემდეგი აქტივობისათვის, რომელსაც ჰქვია ,,ცხელი
სკამი“.
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ კარგად გაიაზროს ტექსტი,მოირგოს
პერსონაჟის როლი.
აქტივობის მსვლელობა: მოსწავლე დაიკავებს სკამზე ადგილს,მან უნდა მოირგოს მთავარი პერსონაჟის როლი და უპასუხოს მოსწავლეების კითხვებს ისე,როგორც მას
უპასუხებდა ნაწარმოების გმირი.
აქტივობის შედეგი:მოსწავლეები თვალნათლივ დაინახავენ იგავიში არსებულ პრობლემებს, ასევე
განუვითარებს მეტყველების,შემოქმედებით და აზროვნების უნარს.
მასწავლებელი მოსწავლეებს
ყურადღებით უსმენს და აძლევს
განმავითარებელ
შეფასებას.
დრო-(
10წთ.)
|
აქტივობა–5
|
მასწავლებელი გაკვეთილის
შეჯამებისათვის იყენებენ,,3-2-1“ სტრადეგიას და დაფიქრდნენ შემდეგ კითხვებზე:
1. 3 მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ნაწარმოებიდან ვისწავლე და დამამახსოვრდა.
2. 2 საკითხი რაც თანამედროვეობისთვის აქტუალურია.
3. 1 რჩევა რომელსაც მიცემდი მამებს ან შვილებს.
დრო-(3 წთ.)
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს
საშინაო დავალებას და შესაბამისად
მითითებას: დაწერეთ არგუმენტირებული ესე
: ,,შეცდომებზე ვსწავლობთ“ დაასაბუთეთ
ან უარყავით ეს მოსაზრება ( არანაკლებ 100 სიტყვისა)
მასწავლებელი მოსწავლ.
ერთად აჯამებს გაკვეთილს და სთხოვს
ორგ. ფორმა: ინდივიდუალური
მეთოდი: ვერბალური ახსნა;
დრო-(2 წთ)
|
შეფასების ფორმები
|
განმსაზღვრელი, განმავითარებელი
შეფასება.
|
რესურსი
|
სახელმძღვანელო (მე–8
კლ. ვ. როდონაია, გამომცემლობა ,,სწავლანი’’),
თაბახის ფურცლები, მარკერები, ფერადი სტიკერები, გაკვეთილის მიზნისა და აქტივობების რუკა, ფლიფ-ჩარტები, პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.ვიზუალური სქემები და გრაფიკული
ორგანიზატორები(G –pried)
|
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ.ვალის#2 საჯარო სკოლის ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ეთერ გოგოლაძის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
2019 წლის 4.06-ში
მე-8 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი
ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე:
,,უძღები ძის იგავი“(ლუკას სახარება თ.15)
1. აღნიშნული ტიპის
( პრობლემაზე ორიენტირებული) გაკვეთილის
დაგეგმვისა და ჩატარებისას გავითვალისწინე, რაოდენ დიდია თვითდამკვიდრებისკენ
სწრაფვა ახალგაზრდებში, ამასთანავე მათ უჭირთ აღიარება
და მონანიება დაშვებული შეცდომების გამო, ამიტომ ჩავთვალე, რომ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ტიპი საკლასო
სივრცეში საშუალებას მისცემს მოსწავლეებს იმსჯელონ, საკუთარი აზრი არგუმენტირებულად გამოხატონ
და პრობლემის გადაჭრის გზები მოიძიონ წარმოქმნილი პრობლემის შესახებ. რაც, თავის
მხრივ, მათ დააფიქრებს არსებულ პრობლემაზე და აუმაღლებს სამოქალაქო ცნობიერებას.
2.
გაკვეთილზე დამსწრე
კოლეგებისათვის გასათვალისწინებელი იქნება
პრობლემისადმი ამგვარი მიდგომა, ვინაიდან გაკვეთილზე
გამოვიყენე მისაღწევ მიზანთან შესაბამისი აქტივობები,რაც კარგად
იყო შერწყმული პრობლემის იდენტიფიცირებასთან , ვთვლი, რომ ამგვარ მიდგომებს ისინი ეფექტურად
გამოიყენებენ საგაკვეთილო პროცესში.
მოსწავლეებმა
დაგეგმილი აქტივობების გამოყენებით ისწავლეს ნაწარმოებიდან პრობლემის გამოკვეთა, გამომწვევი
მიზეზებისა და გადაჭრის გზების მიგნება, რაც მათ სამომავლოდ დაეხმარებათ კრიტიკული
აზროვნების განვითარებაში, პრობლემაზე ორიენტირებული მასალის დამუშავება-დახარისხებაში
და განუვითარდებათ შესაბამისი უნარ-ჩვევები.
3. გაკვეთილზე მისაღწევი მიზანი იყო: მოსწავლეებმა შეძლონ ,,უძღები ძის იგავიდან’’ დასმული
პრობლემის აღმოჩენა, მისი გამომწვევი მიზეზების დასახელება, გადაჭრის გზების მიგნება,
შეძლონ ნახატის ამოკითხვა ტექსტის დახმარებით, შეძლონ პერსონაჟის დახასიათება ნაწარმოებიდან
გამოკვეთილი მახასიათებლების დახმარებით, ასევე
შეძლონ მოსწავლეებმა გამოკვეთილი პრობლემის ცხოვრებასთან დაკავშირება.
ვთვლი,რომ გაკვეთილზე დასახულ მიზანს მივაღწიე, მოსწავლეებმა
იმსჯელეს ნაწარმოებში
დასმულ პრობლემაზე. პარალელი გაავლეს
თანამედროვეობასთან, დაასახელეს პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ისწავლეს ამ პრობლემის მოგვარების გზების მიგნება. ამიტომაც
ვთვლი, რომ ესგ-ით გათვალისწინებულ შედეგზე გავედი.
4. პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით თანამშრომლებს
შორის გაიზრდება კოლეგიალობა, ურთირთთანამშრომლობა და მოხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა. დაისახავენ არსებული
პრობლემის ერთობლივი გადაჭრის გზას და იგივე ან მსგავს აქტივობებს დანერგავენ პედაგოგიურ
პრაქტიკაში.
5. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გაკვეთილზე ასეთი
მიდგომა, როცა მოსწავლეს საშუალებას აძლევ
თავისუფლად გამოთქვას რას ფიქრობს ამა თუ იმ
საკითხზე , აძლიერებს ,კრიტიკული თვალსაზრისის
გამოხატვის, დასაბუთების სურვილსა და შესაძლებლობას. ამ გაკვეთილმა ხელი შეუწყო ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემა რეალობის გადმოსახედიდან
დაენახათ, ისწავლეს პრობლემასთან ბრძოლა და
მისი გადაჭრის სხვადასხვა გზა.
6.გაკვეთილზე ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად და არ გახდა საჭირო რაიმეს შეცვლა.(მოდიფიცირება)
7.ვთვლი რომ გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო მეოთხე
აქტივობის დროს, აქტივობას ერქვა ,,ცხელი სკამი“ ,ამ დროს მოსწავლემ დაიკავა სკამზე ადგილი, მოირგო მთავარი პერსონაჟის როლი და უპასუხა მოსწავლეების
დასმულ კითხვებს ისე,როგორც მათ უპასუხებდა ნაწარმოების გმირი, ჯგუფში გადანაწილებულმა მოსწავლეებმა თამამად დაუსვეს პერსონაჟს ის კითხვები , რომლებიც მათთვის საინტერესო იყო, ამ აქტივობის დროს მათ თვალნათლივ დაინახეს იგავში არსებული პრობლემა,განუვითარდათ
მეტყველების,შემოქმედებითი და აზროვნების უნარი.
8. თემის აქტუალობისა და ამ ასაკობრივ ჯგუფში მაღალი
ინტერესიდან გამომდინარე მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, საინტერესოდ წარიმართა
გაკვეთილის მსვლელობა,განსაკუთრებული აღმოჩნდა როლური თამაში, მოსწავლემ იმდენად კარგად
მოირგო როლი და საინტერრსოდ უპასუხა კითხვებს ,რომ ვფიქრობ მარტო განმავითარებელი შეფასებით
კი არა, ეს მოსწავლე უნდა შემეფასებინა განმსაზღვრელი
შეფასებით,მაგრამ არ მქონდა შესაბამისი შეფასების
რუბრიკა,რის საფუძველზეც შევძლებდი მის შეფასებას,ამიტომ შემოვიფარგლე ,მხოლოდ სიტყვიერი
კომენტარით,რაც, ვფიქრობ, ჩემი გაკვეთილის სუსტი მხარეა , ვეცდები ამგვარი აქტივობის
დროს გამოვიყენო,როგორც განმსაზღვრელი ასევე განმავითარებელი შეფასებაც.
9. პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარებისას ,ვფიქრობ კიდევ უფრო რელევანტური იქნება ინოვაციური
მეთოდები მათ შორის: ხმამაღალი ფიქრი , წარმოსახვაში გაცოცხლება, როლური თამაში და
სხვა მსგავსი აქტივობები და ვიზუალური
სქემები (ჯიპრაიდის მასალები), რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მოტივაციის
გაზრდაში , პერსონაჟთა ემპათიასა და თანაგანცდაში.
ასევე გავითვალისწინებ კოლეგების
უკუკავშირს გაკვეთილის დაგეგმვისას და გავეცნობი
ანალოგიურ თემაზე არსებულ მეთოდურ მასალებს.
პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის
გეგმა
გაკვთილის გეგმა
|
ვაჟა-ფშაველას ,,ამოდის,ნათდება
|
კლასი/დრო
|
მერვე
45 წთ.
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
13 მოსწავლე.
|
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
|
პრობლემაზე ორიენტირებული
|
საგანი/ მასწავლებელი.
|
ქართული ენა და ლიტერატურა
ეთერი გოგოლაძე.
|
სასწავლო მიზნები:
|
ნაწარმოების-,,ამოდის,
ნათდება!“ სიუჯეტისა და ვიდეო-რესურსის გაანალიზების საფუძველზე მოსწავლეებმა შეძლონ მათში ,,ამოდის , ნათდება’’ დასმული პრობლემის ამოცნობა,
მისი გამომწვევი მიზეზების (2-3) დასახელება, გადაჭრის გზების მიგნება (2 გზა) და თანამედროვეობასთან პარალელების
გავლება.
|
გასავითარებელი უნარები:
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ
კრიტიკული აზროვნება, პრობლემაზე ორიენტირებული
მასალის დამუშავებისა და ამ პრობლემის გადაჭრის
გზის უნარი.
|
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
|
ქართ. VIII.
5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს
და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ
თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე..
·
დაწვრილებით
შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით
ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·
ამოიცნობს და განსაზღვრავს
პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
·
არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის
გამომწვევ მიზეზებს;
·
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით
(მაგ. ადრე წაკითხული ტექსტები, ნანახი ფილმები და ა.შ.) განიხილავს ტექსტში წამოჭრილ
საკვანძო საკითხს;
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა უკვე იციან,
ვაჟა-ფშაველას მოთხრობა ,,ამოდის,
ნათდება!’’ იციან, როგორ გამოკვეთონ ნაწარმოებში პრობლემა და იმსჯელონ მასზე დაყრდნობით ცხოვრებაში მომხდარ ამბებზე, შეუძლიათ
პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, დასკვნების გაკეთება. შეუძლიათ საკლასო
მსჯელობაში მონაწილეობის მიღება
|
|
აქტივობა– 1
აქტივობის მიზანი-გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა
აქტივობის მსვლელობა-.მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხის მოგვარების შემდეგ აცნობს კლასს გაკვეთილის მიზნებს, შეფასების რუბრიკას, რაც დაეხმარება მოსწავლეებს, იცოდნენ თუ რომელ აქტივობაში რა
კრიტერიუმით შეფასდებიან.
დრო–2 წთ.
|
|
2. აქტივობა-წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის მიზანი-კიდევ ეთხელ გაიხსენონ უკვე ნასწავლი
ტექსტი
აქტივობის მსვლელობა- წინარე ცოდნისა და მოტივაციის გასააქტიურებლად მასწავლებელი იყენებს სახალისო აქტივობას,,თოვლის
გუნდები,“ თოვლის გუნდების მსგავს ქაღალდებზე
დაწერილია კითხვები ნაწარმოებიდან, რომლებიც
დამყარებულია როგორც ფაქტობრივ ცოდნაზე, ასევე სააზროვნო უნარებზე.
მეთოდი: ,,თოვლის
გუნდები“
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო
1 გუნდა -ვინ არიან ნაწარმოების
მოქმედი გმირები?
2 გუნდა- რა საფრთხე ემუქრებათ
მგლებს? რა აქვთ გადაწყვეტილი მათ
?
3 როგორ დახატა ავტორმა ნაწარმოებში მგელი ტოტია?
4 გუნდა- რას ნიშნავს ,,ხროვა“?
როგორ დაიკმაყოფილეს შიმშილის გრძნობა?
რატომაა უღირსი მათი საქციელი?
5 გუნდა- რა პრობლემაა დასმული ამ მოთხრობაში?
რას გვასწავლის ეს ნაწარმოები?
აქტივობის
შედეგი- ნაწარმოების მნიშვნელოვანი დეტალების გახსენება, დედააზრის ამოცნობა.
შეფასება: სიტყვიერი კომენტარი
დრო–5 წთ.
|
|
აქტ. 3 აქტივობის
მიზანი: ჯგუფური მუშაობის საშუალებით შეძლონ
ნაწარმოებში დასმული პრობლემის გამოკვეთა, მისი გამომწვევი მიზეზებისა და გადაჭრის გზების პოვნა.
მეთოდები:
ტექსტზე მუშაობა და სიტუაციის მოდელირება;
მოსწ. ორგანიზ.ფორმა: ჯგუფური
მსვლელობა: მასწავლებელი კლასს ყოფს 2 ჯგუფად.
I-ჯგუფის დავალება: ნაწარმოებიდან
გამოკვეთონ პრობლემა, ჩამოთვალონ მისი გამომწვევი მინიმუმ 2 მიზეზი და დაასაბუთონ ამ პრობლემის გადაჭრის გზები არგუმენტირებულად
II-ჯგუფის დავალება: გამოკვეთონ პრობლემა, შემდეგ მოდიფიცირება გაუკეთონ
ნაწარმოების ერთ-ერთ ეპიზოდს და აჩვენონ პრობლემის გადაჭრის გზა.
შეფასება:
ჯგუფური მუშაობის პრეზენტაციის
(იხ. დანართი 1)
(15 წთ)
|
აქტივობა–4
|
აქტივობის მიზანი: ანიმაციური
ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა დაუკავშირონ ფილმში ასახული მოვლენა მოთხრობის
პერსონაჟთა ქცევას, იპოვონ მსგავსება-განსხვავებები მათ შორის, შეაფასონ პერსონაჟთა
ქცევები თანამედროვე გადმოსახედიდან.
მეთოდები: კითხვა-პასუხი და ,,ვენის
დიაგრამა“
მოსწავლეთა ორგ. ფორმა: ინდივიდუალური
შეფასება: განმავითარებელი, სიტყვიერი კომენტარი.
აღწერა:
მასწავლებელი აჩვენებს ანიმაციურ ფილმს ბულინგის შესახებ. შემდეგ კი სვამს ზოგად კითხვებს, საჭიროების
შემთხვევაში განუმარტავს, თუ რა არის ,,ბულინგი“, რა შეიძლება მოყვეს მას. მოსწავლეები
მსჯელობენ ფილმის პერსონაჟთა ურთიერთობების
შესახებ, მასწავლებლის დავალებით მსურველი მოსწავლეები ფერად
სტიკერებზე წერენ მსგავსებებსა და განსხვავებებს ნაწარმოებში გამოვლენილ ფაქტებსა
და ვიდეოში ნაჩვენები კონფლიქტის შესახებ .
მასწავლებელი აქტიურად უსმენს და სიტყვიერი კომენტარით
აძლევს რჩევას მოსწავლეებს.
დრო–15 წთ.
|
აქტივობა–5
|
მიზანი და აღწერა: მიღებული
ინფორმაციის შეჯამება, გაკვეთილის შეფასება და საშინაო დავალების მიცემა
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს
საშინაო დავალებას და შესაბამისად მითითებას: დაწერეთ არგუმენტირებული ესე : ,,ადამიანი ადამიანისათვის მგელია!..“ დაასაბუთეთ
ან უარყავით ეს მოსაზრება ( არანაკლებ 100 სიტყვისა)
მასწავლებელი მოსწავლ.
ერთად აჯამებს გაკვეთილს და სთხოვს შეავსონ
,,გასასვლელი ბარათები“:
1.დაწერე ერთი წინადადებით,
რა გაიგე დღევანდელი გაკვეთილიდან;
2.რომელი აქტივობა მოგეწონა;
ორგ. ფორმა: ინდივიდუალური
მეთოდი: ვერბალური ახსნა;
(8 წთ)
|
შეფასების ფორმები
|
განმსაზღვრელი, სიტყვიერი განმავითარებელი შეფასება
ჯგუფური, ინდივიდუალური.
|
რესურსი
|
სახელმძღვანელო (მე–8
კლ. ვ. როდონაია, გამომცემლობა ,,სწავლანი’’),
თაბახის ფურცლები, მარკერები, ფერადი სტიკერები, ვიდეოფილმისთვის
ლეპტოპი, გაკვეთილის მიზნისა და აქტივობების რუკა- ფლიფ-ჩარტები, პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, ,,გასასვლელი ბარათები“.
|
პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის
გეგმა
გაკვთილის გეგმა
|
ვაჟა-ფშაველას ,,ამოდის,ნათდება
|
კლასი/დრო
|
მერვე
45 წთ.
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
13 მოსწავლე.
|
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
|
პრობლემაზე ორიენტირებული
|
საგანი/ მასწავლებელი.
|
ქართული ენა და ლიტერატურა
ეთერი გოგოლაძე.
|
სასწავლო მიზნები:
|
ნაწარმოების-,,ამოდის,
ნათდება!“ სიუჯეტისა და ვიდეო-რესურსის გაანალიზების საფუძველზე
მოსწავლეებმა შეძლონ მათში ,,ამოდის , ნათდება’’ დასმული პრობლემის ამოცნობა,
მისი გამომწვევი მიზეზების (2-3) დასახელება,
გადაჭრის გზების მიგნება (2 გზა)
და თანამედროვეობასთან პარალელების გავლება.
|
გასავითარებელი უნარები:
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ
კრიტიკული აზროვნება, პრობლემაზე ორიენტირებული
მასალის დამუშავებისა და ამ პრობლემის გადაჭრის
გზის უნარი.
|
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
|
ქართ. VIII.
5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს
და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ
თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე..
·
დაწვრილებით
შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით
ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·
ამოიცნობს და განსაზღვრავს
პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
·
არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის
გამომწვევ მიზეზებს;
·
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით
(მაგ. ადრე წაკითხული ტექსტები, ნანახი ფილმები და ა.შ.) განიხილავს ტექსტში წამოჭრილ
საკვანძო საკითხს;
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა უკვე იციან,
ვაჟა-ფშაველას მოთხრობა ,,ამოდის,
ნათდება!’’ იციან, როგორ გამოკვეთონ ნაწარმოებში პრობლემა და იმსჯელონ მასზე დაყრდნობით ცხოვრებაში მომხდარ ამბებზე, შეუძლიათ
პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, დასკვნების გაკეთება. შეუძლიათ საკლასო
მსჯელობაში მონაწილეობის მიღება
|
|
აქტივობა– 1
აქტივობის მიზანი-გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა
აქტივობის მსვლელობა-.მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხის მოგვარების შემდეგ აცნობს კლასს გაკვეთილის მიზნებს, შეფასების რუბრიკას, რაც დაეხმარება მოსწავლეებს, იცოდნენ თუ რომელ აქტივობაში რა
კრიტერიუმით შეფასდებიან.
დრო–2 წთ.
|
|
2. აქტივობა-წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის მიზანი-კიდევ ეთხელ გაიხსენონ უკვე ნასწავლი
ტექსტი
აქტივობის მსვლელობა- წინარე ცოდნისა და მოტივაციის გასააქტიურებლად მასწავლებელი იყენებს სახალისო აქტივობას,,თოვლის
გუნდები,“ თოვლის გუნდების მსგავს ქაღალდებზე
დაწერილია კითხვები ნაწარმოებიდან, რომლებიც
დამყარებულია როგორც ფაქტობრივ ცოდნაზე, ასევე სააზროვნო უნარებზე.
მეთოდი: ,,თოვლის
გუნდები“
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო
6 გუნდა -ვინ არიან ნაწარმოების
მოქმედი გმირები?
7 გუნდა- რა საფრთხე ემუქრებათ
მგლებს? რა აქვთ გადაწყვეტილი მათ
?
8 როგორ დახატა ავტორმა ნაწარმოებში მგელი ტოტია?
9 გუნდა- რას ნიშნავს ,,ხროვა“?
როგორ დაიკმაყოფილეს შიმშილის გრძნობა?
რატომაა უღირსი მათი საქციელი?
10 გუნდა- რა პრობლემაა დასმული ამ მოთხრობაში?
რას გვასწავლის ეს ნაწარმოები?
აქტივობის
შედეგი- ნაწარმოების მნიშვნელოვანი დეტალების გახსენება, დედააზრის ამოცნობა.
შეფასება: სიტყვიერი კომენტარი
დრო–5 წთ.
|
|
აქტ. 3 აქტივობის
მიზანი: ჯგუფური მუშაობის საშუალებით შეძლონ
ნაწარმოებში დასმული პრობლემის გამოკვეთა, მისი გამომწვევი მიზეზებისა და გადაჭრის გზების პოვნა.
მეთოდები:
ტექსტზე მუშაობა და სიტუაციის მოდელირება;
მოსწ. ორგანიზ.ფორმა: ჯგუფური
მსვლელობა: მასწავლებელი კლასს
ყოფს 2 ჯგუფად.
I-ჯგუფის დავალება: ნაწარმოებიდან
გამოკვეთონ პრობლემა, ჩამოთვალონ მისი გამომწვევი მინიმუმ 2 მიზეზი და დაასაბუთონ ამ პრობლემის გადაჭრის გზები არგუმენტირებულად
II-ჯგუფის დავალება: გამოკვეთონ პრობლემა, შემდეგ მოდიფიცირება გაუკეთონ
ნაწარმოების ერთ-ერთ ეპიზოდს და აჩვენონ პრობლემის გადაჭრის გზა.
შეფასება:
ჯგუფური მუშაობის პრეზენტაციის
(იხ.
დანართი 1)
(15 წთ)
|
აქტივობა–4
|
აქტივობის მიზანი: ანიმაციური
ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა დაუკავშირონ ფილმში ასახული მოვლენა მოთხრობის
პერსონაჟთა ქცევას, იპოვონ მსგავსება-განსხვავებები მათ შორის, შეაფასონ პერსონაჟთა
ქცევები თანამედროვე გადმოსახედიდან.
მეთოდები: კითხვა-პასუხი და ,,ვენის
დიაგრამა“
მოსწავლეთა ორგ. ფორმა: ინდივიდუალური
შეფასება: განმავითარებელი, სიტყვიერი კომენტარი.
აღწერა:
მასწავლებელი აჩვენებს ანიმაციურ ფილმს ბულინგის შესახებ. შემდეგ კი სვამს ზოგად კითხვებს, საჭიროების
შემთხვევაში განუმარტავს, თუ რა არის ,,ბულინგი“, რა შეიძლება მოყვეს მას. მოსწავლეები
მსჯელობენ ფილმის პერსონაჟთა ურთიერთობების
შესახებ, მასწავლებლის დავალებით მსურველი მოსწავლეები ფერად
სტიკერებზე წერენ მსგავსებებსა და განსხვავებებს ნაწარმოებში გამოვლენილ ფაქტებსა
და ვიდეოში ნაჩვენები კონფლიქტის შესახებ .
მასწავლებელი აქტიურად უსმენს და სიტყვიერი კომენტარით
აძლევს რჩევას მოსწავლეებს.
დრო–15 წთ.
|
აქტივობა–5
|
მიზანი და აღწერა: მიღებული
ინფორმაციის შეჯამება, გაკვეთილის შეფასება და საშინაო დავალების მიცემა
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს
საშინაო დავალებას და შესაბამისად მითითებას: დაწერეთ არგუმენტირებული ესე : ,,ადამიანი ადამიანისათვის მგელია!..“ დაასაბუთეთ
ან უარყავით ეს მოსაზრება ( არანაკლებ 100 სიტყვისა)
მასწავლებელი მოსწავლ.
ერთად აჯამებს გაკვეთილს და სთხოვს შეავსონ
,,გასასვლელი ბარათები“:
1.დაწერე ერთი წინადადებით,
რა გაიგე დღევანდელი გაკვეთილიდან;
2.რომელი აქტივობა მოგეწონა;
ორგ. ფორმა: ინდივიდუალური
მეთოდი: ვერბალური ახსნა;
(8 წთ)
|
შეფასების ფორმები
|
განმსაზღვრელი, სიტყვიერი
განმავითარებელი შეფასება
ჯგუფური, ინდივიდუალური.
|
რესურსი
|
სახელმძღვანელო (მე–8
კლ. ვ. როდონაია, გამომცემლობა ,,სწავლანი’’),
თაბახის ფურცლები, მარკერები, ფერადი
სტიკერები, ვიდეოფილმისთვის ლეპტოპი, გაკვეთილის მიზნისა და აქტივობების რუკა- ფლიფ-ჩარტები, პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, ,,გასასვლელი ბარათები“.
|
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ.ვალის#2 საჯარო სკოლის ქართული
ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ეთერ გოგოლაძის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
2019 წლის 23.05 -ში
მე-8 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი
ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე:
ვაჟა-ფშაველას,, ამოდის,ნათდება!“
1. აღნიშნული ტიპის ( პრობლემაზე
ორიენტირებული) გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისას
გავითვალისწინე, რომ მაგალითად, საზოგადობაში თემა - ,,ძალადობა“ საკმაოდ
აქტუალურია. ამასთან, პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილის ტიპი საკლასო სივრცეში საშუალებას აძლევს
მოსწავლეებს იმსჯელონ, საკუთარი აზრი არგუმენტირებულად გამოხატონ
და პრობლემის გადაჭრის გზები მოიძიონ.
რაც, თავის მხრივ მათ აუმაღლებს სამოქალაქო ცნობიერებას.
2.
გაკვეთილზე დამსწრე
კოლეგებისათვის გასათვალისწინებელი იქნება
პრობლემისადმი ამგვარი მიდგომა, ვინაიდან გაკვეთილზე
გამოვიყენე მისაღწევ მიზანთან შესაბამისი აქტივობები,რაც კარგად
იყო შერწყმული პრობლემის იდენტიფიცირებასთან , ვთვლი, რომ ამგვარ მიდგომებს ისინი ეფექტურად
გამოიყენებენ საგაკვეთილო პროცესში.
მოსწავლეებმა დაგეგმილი აქტივობების გამოყენებით ისწავლეს ნაწარმოებიდან
პრობლემის გამოკვეთა, გამომწვევი მიზეზებსა და გადაჭრის გზების მიგნება, რაც მათ სამომავლოდ
დაეხმარათ კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, პრობლემაზე ორიენტირებული მასალის დამუშავება-დახარისხებაში
და განუვითარებთ შესაბამის უნარ-ჩვევებს.
3. ვთვლი,რომ
გაკვეთილზე დასახულ მიზანს მივაღწიე, მოსწავლეებმა იმსჯელეს
ნაწარმოებში დასმულ პრობლემაზე. პარალელი გაავლეს
თანამედროვეობასთან, დაასახელეს პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ისწავლეს
მოგვარების გზების მიგნება.
4. პედაგოგიურ პრაქტიკაში
ამ გაკვეთილის ჩატარებით თანამშრომლებს შორის გაიზრდება კოლეგიალობა, ურთირთთანამშრომლობა
და მოხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა. დაისახავენ
არსებული პრობლემის ერთობლივი გადაჭრის გზას და იგივე ან მსგავს აქტივობებს დანერგავენ
პრაქტიკაში.
5. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას
გაკვეთილზე ასეთი მიდგომა, როცა მოსწავლეს
საშუალებას აძლევ თავისუფლად გამოთქვას რას ფიქრობს ამ თუ იმ საკითხზე , აძლიერებს ,კრიტიკული თვალსაზრისის გამოხატვის, დასაბუთების სურვილსა და
შესაძლებლობას. ამ გაკვეთილმა ხელი შეუწყო
ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემა რეალობის გადმოსახედიდან დაენახათ, ისწავლეს პრობლემასთან ბრძოლა და მის გადაჭრის სხვადასხვა
გზა.
6.გაკვეთილზე ყველა აქტივობა
წარიმართა გეგმის შესაბამისად და არ გახდა საჭირო რაიმეს შეცვლა.(მოდიფიცირება)
7.ვთვლი რომ გაკვეთილი
ყველაზე წარმატებული იყო მეოთხე აქტივობის დროს, ,,ვენის დიაგრამის“ შევსებისას, რადგან ამ აქტივობის დროს პარალელი გაავლეს
ნაწარმოებსა და ფილმს შორის, დაახარისხეს მათ შორის
მსგავსება-განსხვავება და საერთო.ამ აქტივობამ
ხელი შეუწყო მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლას. მოსწავლეებმა ნაწარმოებსა და ფილმს შორის დაინახეს
წამოჭრილი პრობლემა, პარალელი გაავლეს დღევანდელობასთან, გამოთქვეს საკუთარი აზრი და
გაამყარეს არგუმენტებით,ამ ტიპის აქტივობა ხელს უწყობს აზრის თავისუფლად გამოთქმისა და მსჯელობის უნარის
განვითარებას.
8. თემის აქტუალობისა და
ამ ასაკობრივ ჯგუფში მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან
მაღალი, თუმცა ყურადღების მიღმა დამრჩა რამოდენიმე მოსწავლე, რომლებიც პასიურობდნენ
და ხელს არ იწევდნენ გაკვეთილის მსვლელობისას, ვფიქრობ შემდეგ გაკვეთილისთვის დავგეგმო
დიფერენცირებული აქტივობები, რომელშიც ჩავრთავ
ყველა მოსწავლეს მზაობისა და ინტერესების მიუხედავად, სამომავლოდ უფრო ყურადღებით ვიქნები, რომ არ დავუშვა
იგივე შეცდომა.ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გაკვეთილზე მქონდა ტექნიკური ხარვეზი,
ფილმის ჩვენების დროს, არ ჩაირთო პროექტორი და ფილმი ვაყურებინე კომპიუტერში, ამ მოვლენამ
დისკომფორტი შემიქმნა როგორც
მე, ასევე მოსწავლეებსაც. ეს ხარვეზიც გასათვალისწინებელი მექნება შემდეგი გაკვეთილისათვის
და გეგმა B -ის არსებობა საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას
9. პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის
ჩატარებისას ,ვფიქრობ კიდევ უფრო რელევანტური იქნება ინოვაციური მეთოდები მაგალითად
ხმამაღალი ფიქრი , წარმოსახვაში გაცოცხლება, როლური თამაშისა და სიტუაციური ამოცანების გამოყენება, რათა მოსწავლეები
უკეთ შევიდნენ როლში, თავი წარმოიდგინონ პერსონაჟის ადგილას, შდეგად კი განუვითარდეთ ემპათია.
.
.
Комментариев нет:
Отправить комментарий