ეს საინტერესოა !


                                             იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი

"
წმინდანთა ცხოვრებებს კი ვკითხულობთმაგრამ მათი მადლის გარეშე ვრჩებითყოველმა ჩვენგანმათავის თავს უნდა ჰკითხოსპირადად ის რას აკეთებს იმისათვისრისთვისაც წმინდა ილია მართალიმოგვიწოდებდასახელდობრმამულისენისა და სარწმუნოების დაცვისათვის".

"
ჩვენ ვართ იმ მიწა-წყლის შვილებისადაც ინახება მთელი ქრისტიანობის სანუკვარი სიწმინდე - კვართიუფლისა ჩვენისა იესო ქრისტესისადაც დაინთხა სისხლი მრავალი ათასი მოწამისარომელთაც თავისისიცოცხლის ფასად დღემდე შემოგვინახეს ჩვენი ენა და რწმენა".

"
ქართული დამწერლობა შეიქმნა ჯერ კიდევ ქრისტეს ხორციელად შობამდე III საუკუნეში და ამჟამადმსოფლიოში მოქმედ 14 ანბანთა შორის ერთ-ერთი უძველესიაისევეროგორც ქართველი ერი დაქართული ენასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოსქრისტიანულ ეკლესიათა შორის".

"IV 
საუკუნიდან მოყოლებულისაზღვარგარეთ მდებარე ქართულ მონასტრებში საუკუნეთა მანძილზეიქმნებოდა და ითარგმნებოდა საქვეყნოდ აღიარებული სასულიერო თუ საერო თხზულებანი... დიდიწინაპრების დაწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებენ ჩვენი თანამედროვეებისაქართველოსმეცნიერებათა აკადემიათბილისის უნივერსიტეტი და ხელნაწერთა ინსტიტუტი ინტენსიურ მუშაობასეწევიან ქართული ენისა და ლიტერატურის კვლევისა და წარმოჩინებისათვისჩვენი წინაპრებისა თუთანამედროვეთა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა კვლავ მოელის წარმოჩინებასკაცობრიობის წინაშე".

"
ჩვენი ერი ჯვარცმული ერიაჩვენი ქვეყანა აერთებს ევროპასა და აზიასბევრს სურდა ჩვენი დაპყრობა,მოსპობამაგრამ მტერმა ვერ წაგვართვა ისრაც ყველაფერზე ძვირფასია - სულივერ წაგვართვა ნიჭივერწაგვართვა ჩვენი ქართული ენა... დღეს ზეციური და მიწიერი საქართველო ერთითა პირითა და ერთითაგულითა მადლობას სწირავს შემოქმედსრომელმაც ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა ჟამთა სიავისორომტრიალშირომელმაც შეგვინარჩუნა რწმენატკბილი ენა და კულტურა".

"
მახსოვსრომის პაპმა იოანე-პავლე II- რუკაზე მონახა საქართველო და მისი პირველი სიტყვები ასეთიიყორა მძიმე გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონიაოვკითხე, - რატომ-მეთქიგარშემო სულ მუსლიმანებიარიანთვითონ კი ქრისტიანული კუნძულიაოამიტომაა საქართველო ძლიერისულ ბრძოლაში რომ იყო-მეთქივუთხარიამ ბრძოლაში შევინარჩუნეთ ჩვენი რწმენაჩვენი მიწა (თუმცა მთლიანად ვერა...), ჩვენისაყვარელი ენაის შინაგანი გენიარომლითაც შემოქმედმა დაგვაჯილდოვა".

"
ჩვენ ხშირად ვეკითხებით საკუთარ თავსროგორ შეძლო ქართველმა ერმარომელსაც გამუდმებულიბრძოლა უხდებოდა თავის დასაცავადამგვარი დიდებული კულტურის შექმნაროდის მოიცალა ჯვრისადა სვეტიცხოვლისსიონისა თუ გელათის ასაშენებლადროდის მონახა დროშეექმნა ასეთი მდიდარი დამრავალფეროვანი მწერლობაყველაფერი ეს შედეგი იყო ღვთის წყალობისა და ქართველი კაცისშემოქმედებითი გენიისა".

"
საოცარი და ენით უთქმელი წყალობაა - მაშინროცა მთელი ქვეყნიერება სარწმუნოებას დაკარგავს,საქართველოროგორც ეს ღვთისმშობელმა ათონის მთაზე ივერიის მონასტრის ბერსგაბრიელსაუწყა,გაბრწყინდებაჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს:მაცხოვრის კვართის მცხეთაში ჩამობრძანებაღვთისმშობლის წილხვდომილობა და სხვაალბათ ამითუნდა ავხსნათ იოანე-ზოსიმეს სიტყვები - მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითაგანისჯებაოეს იქნება ალბათ ჯილდო იმისათვისრომ საქართველოთვით უკანასკნელ ჟამსაც კი,შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს".

"
ყოველ ერსისევე როგორც ადამიანსთავისი საუნჯე აქვსჩვენი დიდი წმინდანი და საზოგადო მოღვაწეილია მართალი გვასწავლიდარომ გაფრთხილება გვმართებს რწმენისამამულისა და ენისაესდაგვიტოვა ანდერძადაცჩვენ მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფრთხილებელი საუნჯე,ვიდრე ჩვენი რწმენაენა და მამულიამის დასაცავად და მოსაფრთხილებლად საჭიროა ჩვენცვანათებდეთ და ვათბობდეთჩვენ კი ეს ხშირად არ შეგვიძლიაარა იმიტომრომ ღმერთმა მადლი დასიყვარული მოგვაკლოარამედ იმიტომრომ ხშირად მხოლოდ განდიდებისა და პირადი კეთილდღეობისმოხვეჭისათვის ვიღვწით".

"
მოგეხსენებათრომ წმინდა ლაზარე ქართულ ენასთანაა დაკავშირებულიქართულმა ეკლესიამ ლაზარესშაბათს ქართული ენის დღესასწაული დააწესაყოველ წელსლაზარეს შაბათსარის დღესასწაულიქართული ენისა".

"
გადიდებ შენ და გმადლობ შენმოწყალეორამეთუ გვქმენ მსგავსად შენდარამეთუ მოგვანიჭე ენაქართული და რწმენა ჭეშმარიტისიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისამოგვფინენ ნათელიგონებისა და ჭეშმარიტებაი მეცნიერებისა!" (პატრიარქის მიერ დაწერილი ერთ-ერთი ლოცვიდან).

"
დიდმოწამეო გიორგიგანგვინათლე გონებარომ ვცნათ უფალივითარცა გზაჭეშმარიტება დასიცოცხლეაღგვავსე ღვთაებრივითა სიბრძნითარათა ყოვლითა არსებითა შევიყვაროთ შემოქმედი,მოყვასიმამული და ენა ჩვენი" (პატრიარქის მოკრძალებული თხოვნიდან წმინდა გიორგისადმი).

"
განსაკუთრებული სიყვარულითა და მხურვალე გრძნობით მოგმართავთ თქვენჩვენო ძმებო,მცხოვრებნო სამშობლოს საზღვრებს გარეთმოგმართავთ თქვენმუსლიმანებო და ქრისტიანებოჩვენსისხლით და ხორცით ერთნი ვართმიუხედავად განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისა.გახსოვდეთრომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმინდა მიწაშინუ დაივიწყებთვინხართსადაურნი ხართგახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზენაკურთხი ქართული ტრადიციები".

"
ჩვენს ეროვნულ არსსჩვენს ეროვნულ მთლიანობასროგორც ბრძანებს წმინდა ილია მართალისამიმძლავრი ფესვი ასაზრდოებსსაკუთარი მიწაქრისტიანობა და ენა ქართულიმათ თვალისჩინივით უნდაგავუფრთხილდეთრადგან თუ ქართველთა შორის დაიკარგა გრძნობა და განცდა ამ ჭეშმარიტებისა,გადამრჩენელ ბილიკს ვერასდროს მივაგნებთ".

"
სიტყვა არ არის მარტო ბგერათა ერთობლიობამასში განსაკუთრებული მისტიკური ძალაა ჩადებული".

"
გახსოვდეთ და შეისწავლეთ მშობლიური ქართული ენაწაიკითხეთ და შეითვისეთ ჩვენი მდიდარისაეკლესიო და კლასიკური ლიტერატურარომელიც სულიერად გაგვამდიდრებს და გაგვაერთიანებს".

"
ჩვენი მხნესიცოცხლისა და თავისუფლების წყურვილით აღვსილი ხალხი საუკუნეების მანძილზეაყალიბებდა ჩვენს დიდებულუნიკალურ ენასამ ენაზე შეიქმნა უძველესი ჩვენი მწერლობაამ ენაზედაიწერა "წამებაი წმიდისა შუშანიკისი", მთელ მსოფლიოში უსაჩინოესი "ვეფხისტყაოსანიდა ბევრი სხვა.ამ ენაზე მეტყველებდნენ გელათისა და იყალთოს აკადემიებშიეს ენა ჟღერდა სინას მთაზეწმინდაათონზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტერშიამ ენაზე ქმნიან თავიანთ შრომებს ჩვენი ბრძენიმეცნიერები ჩვენს სახელოვან მეცნიერებათა აკადემიაში და ჩვენს კურთხეულ უნივერსიტეტსა დაინსტიტუტებშიქართველ ხალხს ღრმად აქვს შეგნებულირომ "რა ენა წახდესერიც დაეცესწაეცხოსჩირქი ტაძარსა წმინდას!" (გრიგოლ ორბელიანი). ამიტომ უყვართ თავისი ენა საქართველოს გულკეთილშვილებს".

"
ჯერ კიდევ წმინდა ილია მართალი თავის პუბლიცისტურ წერილებში ებრძოდა პეტერბურგისუნივერსიტეტში შექმნილ ანტიქართულ ისტორიოგრაფიულ თეორიასრომლის მიხედვითაც ერთიანიქართველი ერი წარმოდგენილი იყო განსხვავებული ტომების ხელოვნურ გაერთიანებადაღნიშულიკამპანიის გაგრძელება იყო ისრომ იმპერიულმა ძალებმა დაიწყეს მეგრულად და სვანურადსაღვთისმსახურო წიგნების თარგმნა და სცადეს წირვა-ლოცვის ჩატარებაცმაგრამ ამ კუთხის შვილებმადა მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცეს".

"
რაც ყველაზე მთავარიასაქართველოს ყოველთვის ჰქონდა უდიდესი შინაგანი ძალათავისი მოწამეების,განმანათლებლებისპოეტებისმხატვრებისა და თავისი უშიშარი და თავისუფლებისმოყვარე ხალხისსახითერთი მთავარი წყაროთაგანისაიდანაც ქართველები იღებდნენ სულიერ ძალებს - ესაა უძველესიდა მადლიანი ქართული ენარომელზეც საოცრად მდიდარი ლიტერატურა შეიქმნაესაა ენარომლისშესახებ ღირსმა მამამიოანე-ზოსიმემთქვა: "ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს".

"
არის ღირებულებანირომელნიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნება და ყალიბდება დარომელთა დაკარგვაც დანაშაულიაჩვენთვის ასეთიამართლმადიდებლური სარწმუნოება,მოციქულთაგან ბოძებულიმუსიკა - ყველას რომ აღაფრთოვანებსჩვენი ენა და მწერლობაიდუმალებითსავსე და დიდებულიგასაოცარი ხელოვნებახატწერაარქიტექტურაჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი.აღმოსავლეთის ან დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება მათსამწუხაროდბოლომდე ვერვაცნობიერებთრა სიმდიდრის მფლობელნი ვართ".

"
სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის მეცადინეობა ყოველი ჩვენგანის ვალიარათა "ივერი აღსდგესძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორისწმიდით საყდარითენით მდიდარითსწავლისა შუქითგანათებული!" ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროსროგორც სულიერსისე მატერიალურსპირველყოვლისაეს ეხება ქართულ ენას.
ძველქართული პოეზიის ბრწყინვალე ძეგლის, "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის", ავტორიღირსიმამა იოანე-ზოსიმე ამბობს: "და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარეჰრქვიან".
წმინდა ოთხთავის მიხედვითლაზარე მეგობარი იყო ქრისტესიიგი მკვდრეთით აღადგინა მაცხოვარმა,ხოლო მის დებსროგორც ძმის ჭირისუფლებსსამარადისო ცხოვრება აღუთქვააზრი ნათელიაღვთისნებითქართული ენა მკვდრეთით აღდგენილ წმინდა ლაზარესთან არის გაიგივებულიხოლო მისჭირისუფლად შერაცხულია მთელი ქართველი ერირომელიც ვალდებულია დღენიადაგუფრთხილდებოდესზრუნავდეს მისთვისვითარცა მართალი იოსები იფარავდა მტერთაგან ჩვილ ყრმას,მაცხოვარს ჩვენსასიესო ქრისტეს.
მადლობა უფალსჩვენს კურთხეულ მიწა-წყალზე წინაპართა ნაკვალევი სანთლით საძებარი არა გვაქვს.მიწიერი საქართველოს მთა და ბარიდან 15 ათასზე მეტი ისტორიული ძეგლი შეღაღადებს ზეციურსაქართველოს!.. ყოველი მათგანის მდიდარ ისტორიას მხოლოდ ძუნწი წარწერა გვამცნობსდგასქართველი კაცი დიდებული ქართული ტაძრის წინაშე და რაოდენ სავალალოარომ მასზე ამოტვიფრულწარწერას ვერ კითხულობს... გვახსოვდესრომ ასომთავრული და ნუსხა-ხუცური დამწერლობისხმარებიდან განდევნით ჩვენივე ნებით ვაშენებთ ყრუ კედელს წარსულსა და მომავალს შორის.თანამედროვე ქართველი კაცისათვის თანდათან უცხო და გაუგებარი ხდება უძველესი ქართულიგამოცემებითუმცაღა ისინი იმავე ღვთიური მადლით გასხივოსნებულიდინჯი და დარბაისლურიქართულით გვიამბობენ ერის გარდასული ცხოვრების ჭირსა და დალხინებასჯერ კიდევ X საუკუნეშიჩვენს დიდ წინაპრებს მთელი სიღრმით შეუცვნიათ მშობლიური ენის საღვთისმეტყველო ბუნება დარელიგიური ძალისხმევა: "დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსლვისა მესიისასაწამებელადრაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა". ღვთის შთაგონებით ასეთიგანუზომელი მისია დააკისრეს ქართულ ენას ქრისტიანობის შესანიშნავმა აპოლოგეტებმარაიც ავალებსყოველ ქართველს უძველეს ანბანთა - ასომთავრულისა და ნუსხურის ცოდნას... ყოველმასაშუალოსკოლადამთავრებულმა უნდა იცოდეს ასომთავრული და ნუსხა-ხუცური წერა-კითხვაამსაშვილიშვილო საქმეში დაუფასებელი დახმარების გაწევა შეუძლიათ ძველი ქართული ენისმასწავლებლებს.
დღეს წმინდა ეკლესია ერთადერთი სავანეასადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურადიკითხება ძველქართული დამწერლობარამეთუ ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი...
ვთხოვ ქართველ მორწმუნეთგამოიჩინონ სიბეჯითე და გულმოდგინებაშეისწავლონ ასომთავრული დახუცური დამწერლობაარ მოშალონ ხიდიგადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალსშორისროგორც ერთადერთი გზარომლითაც მოაღწია ჩვენამდე ენამრწმენამ და ქართველი კაცისგენიამ".

"
ესა თუ ის ხალხი საუკუნეთა მანძილზე აყალიბებს თავის კულტურასენასხასიათსმეცნიერებისა დახელოვნების სხვადასხვა დარგის დონე მისი შემოქმედებითი ნიჭის მაჩვენებელიამაგრამ ერის სულისყველაზე ნათელი გამოხატულება მაინც ენააიგია იდუმალი და აუხსნელი საუნჯერომელსაცგანსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება.
ღრმაუნაპირობრძენითავმდაბალი და მიუწვდომელია ენა ქართულივითარცა გონება და სიყვარული.მისი სათავე ისევე უცნობიაროგორც მელქისედეკ მამამთავრისამასშია მთელი საქართველო...გაზაფხულზე გაშლილი პირველი ვარდივით მშვენიერია იგი და ახალამოსული მზის ცხოველმყოფელისხივივით საამოცისფერია მისი სამოსიზეცაა მისი საწყისიუფალია მისი მშობელი და მფარველი.სიტყვა მისი მჭრელიავით დავით აღმაშენებლის ხმალიძლიერიაროგორც სვეტიცხოველი და ნაზი,ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი.
ქართული ენის უჩვეულო სილამაზეს იმთავითვე გრძნობდნენ ჩვენი მწერლებიამიტომაც მრავალილექსი და საგალობელი შექმნეს მის სადიდებლადმათ შორის გამორჩეულად ბრწყინავს საიდუმლოებითმოცული "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი". ნუ დავივიწყებთრომ ენას - ამ ღვთივბოძებულსაგანძურსროგორც ერთ-ერთ საწინდარს ჩვენი ბედნიერებისასასოებით დაცვა და გაფრთხილებასჭირდება".

"
ქართული ენა - ეს არის მუსიკამაგრამ არა მიწიერიარამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა!იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი".

Комментариев нет:

Отправить комментарий

გამოკითხვა