სადამრიგებლო პროგრამა


სადამრიგებლო პროგრამა
                    
სსსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის # 2  საჯარო სკოლის VIII
კლასის დამრიგებლის ეთერ გოგოლაძის 2018-2019
 სასწავლო წლის სადამრიგებლო პროგრამა 

კლასის დახასიათება

           VIII კლასში ირიცხება 11 მოსწავლე. 7 გოგონა და 4 ვაჟი.
                     
კლასი საშუალოდ  რთულია. მიხდება მუშაობა ინდივიდუალურად მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილი მაქვს საინტერესო ღონისძიებები, რომლებიც უფრო გაააქტიურებენ მოსწავლეებს, დაუბრუნებენ საკუთარი თავის რწმენას და ვფიქრობ გააუმჯობესებენ სწავლის ხარისხს.                 


                       
                    VIII  კლასის ხელმძღვანელის  სამუშაო გეგმა


       დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურააჩემიმოვალეობაა საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიურიმოსწრებისა და დასწრების აღრიცხვამშობლებისთვის შვილისყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობაპრობლემების წამოჭრისშემთხვევაშიმოსწავლესმშობლებსა და მასწავლებლებს შორისშუამავლობამოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემებისგადაჭრაშისაკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაშიმონაწილეობა და სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე,მე ყველაზე ხშირი და ახლოურთიერთობა მაქვს მოსწავლეებთანამიტომაც ყველანაირად შევეცდებივიყო მოსწავლეთა მრჩეველი და აღმზრდელი.
  შევიმუშავე სადამრიგებლო საათის გეგმარომელიც ეყრდნობა შემდეგპრინციპებს:
 აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკურიფსიქიკური,სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელისააღმზრდელომუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღიმოქალაქის აღზრდაა;

 შემოქმედიაქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია.მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებითგანსხვავდებიანამდენადდამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა დაძლიერი მხარეების აღმოჩენამოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია,ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;

მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოსწავლეებშიპასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებააუცილებელიასაკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების(ზეიმებილაშქრობებიექსკურსიებიდაგეგმვისას დამრიგებელმამოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოსმაქსიმალურად უნდამოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინებაამგვარი ჩართულობამოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეებისმოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალიპიროვნების ფორმირებას;

 თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობამოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას,ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობასდამრიგებლის მუშაობამიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთანდაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვისსათანადო პირობების შექმნისკენ;

 ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი -დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისიუფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.


სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:

1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნებასოციუმიჩემს გარშემოურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან,ტოლერანტობაადამიანთა უფლებებიზოგადსაკაცობრიო ღირებულებები.


2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადიჰიგიენაავადმყოფობის გავრცელების წყაროებისასარგებლო საკვები,დროის ორგანიზებადღის რეჟიმისპორტის მნიშვნელობამავნე ჩვევებისსაფრთხეგარემოს და ბუნების მოფრთხილება;

3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემიეზოჩემი სკოლაჩემი ქალაქი/სოფელისამშობლოისტორიაგამოჩენილიპიროვნებებიმნიშვნელოვანი მოვლენებიტრადიციებიწესები დაკანონები;

4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნებისტექნოლოგიური დასამეცნიერო მიღწევები.

                                      
                                        




                         2018-2019  სასწავლო წლის
                       მიმართულებები


             1.  სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება;

             2.  მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის                            სრულყოფილი და უსაფრთხო გარემოს შექმნა;


            3.  სამოქალაქო აქტივობისა და საზოგადოებრივი                                                 პასუხისმგებლობის(სამართლიანობა, ტოლერანტობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება


               


                     
                                    
               საორგანიზაციო საკითხები
შესასრულებელი საკითხები
აქტივობა და მიზნები
              დრო
1
კლასის კონტიგენტის დაზუსტება, ჟურნალის და სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება, ქცევის კოდექსის გაცნობა, სახელნძღვანელოების დარიგება, მოსწავლეთა მორიგეობის დადგენა, დღის რეჟიმის გაცნობა და საორგანიზაციო კუთხის გაკეთება.
მოვაწესრიგებ პირად საქმეებს, მშობლებს გავაცნობ ქცევის კოდექსს და შინაგანაწესს, ვადგენ მორიგეობის სიას, ვაკრავ გაკვეთილების ცხრილს.
სექტემბერი
2
სასკოლო ჟურნალის წარმოება
ვამოწმებ დასწრებას, ვარკვევ გაცდენის მიზეზებს.
მთელი წლის განმავლობაში
3
მოსწავლეთა პროგრესის შემოწმება. აკადემიური მოსწრებისა და მოსწავლეთა ქცევის მონიტორინგი
ვაგროვებ ინფორმაციას
სისტემატიურად
4
მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
მშობლებს ვაცნობ სადამრიგებლო პროგრამას, აკადემიურ მიღწევებს. დავგეგმავ მშობლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. ხელს შევუწყობ მშობლის სასწავლო პროცესში ჩართვას. მშობელი სისტემატურად ინფორმირებული იქნება არა მხოლოდ მოსწავლეთა უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების, არამედ მისი მიღწევების შესახებაც. გავაცნობ, თუ რას ვგეგმავ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნის მიღებას და რა შედეგს უნდა მიაღწიოს წლის ბოლოს.
სემესტრში 2-ჯერ ან საჭიროების შემთხვევაში.
5
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა გამოვლენა და მათ მიმართ სპეციალური სტრატეგიების დასახვა.
შევადგენთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, შევუქმნით საჭირო პორობებს, რათა დაცული იქნეს მათი უფლებები.
6
სასწავლო წლის ბოლოს მოვახდენ მიღწეული შედეგების განხილვას.
     
                                                             

                                              
             მშობელთა კრებების თემატიკა


            1.ახალი სასწავლო წლის ამოცანები-სექტემბერი;

            2.I სემესტრის შედეგები;

            3.მოსწავლეთა მიმდინარე აკადემიური მოსწრება;

            4.წლიური შედეგები.





                                              

                           სავარაუდო თემატიკა კლასის საათისათვის:


#
თემები
შეხვედრებისრაოდენობა
1
 კლასის საათი ორგანიზაციულ  საკითხებზე
სექტემბერი
2
როგორ ვსწავლობთ,როგორ ვისწავლოთ უკეთ?
სექტემბერი
3
 თვითგანვითარება
ოქტომბერი
4
ჩემი მიზანი
ოქტომბერი
5
 ჩემი არჩევანი,ჩემი მომავალი პროფესია
ოქტომბერი
6
 სწრაფვა წარმატებისაკენ
ოქტომბერი
7
 სოციუმი ჩემს გარშემო
ნოემბერი
8
ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან
ნოემბერი
9
 ადამიანთა უფლებები
ნოემბერი
10
 რა არის გენდერული როლები
ნოემბერი
11
იდენტობა-ვინ ვარ მე?
დეკემბერი
12
 სიყვარული
დეკემბერი
13
 ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები
დეკემბერი
14
კონფორმიზმი
დეკემბერი
15
პირველი სემესტრის შედეგების გაცნობა
იანვარი
16
მინდა ვიყო წარმატებული
იანვარი
17
არა ძალადობას
თებერვალი
18
ლიდერობა
თებერვალი
19
 კლასის საათი: წლის მოსალოდნელი
შედეგების შესახებ
თებერვალი
20
არა ნარკოტიკებს!
თებერვალი

#
თემები
შეხვედრებისრაოდენობა
21
 ცნება „თანაკლასელი“
მარტი
22
ურთიერთობისას სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათი გადაჭრის გზები
მარტი
23
 კონფლიქტების აცილების და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა
მარტი
24
როდის ირღვევა ჩვენი უფლებები
მარტი
25
 სპორტის მნიშვნელობა
აპრილი
26
 დროის ორგანიზება
აპრილი
27
 მავნე ჩვევების საფრთხე
აპრილი
28
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
აპრილი
29
 თვითრწმენა, საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნება
მაისი
30
გამოცდებზე მოსალოდნელი შედეგები
მაისი
31
ხელოვნების და ინტელექტუალური მიღწევების მნიშვნელობა
მაისი
32
 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობა
მაისი
33
 სასწავლო წლის შეჯამება
ივნისი
34
სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია
ივნისი



                                დამრიგებლის სამუშაო გეგმა



ღონისძიებები/შეხვედრები
მიზანი
მოსალოდნელი შედეგი
შესრულების დრო
1
შეხვედრები საგნის მასწავლებლებთან
კლასის მდგომარეობის გაცნობა
ახალი მეთოდების დანერგვა
სექტემბერი
2
გარემოს დასუფთავება
გაითავისონ მოსწავლეებმა დასუფთავების აუცილებლობა
სუფთა გარემოში სწავლა
სექტემბერი
3
სვეტიცხოვლობა
მოსწავლეებში
რწმენის ამაღლება
ინფორმაციის მიღება
ოქტომბერი
4
თბილისობის დღესასწაულში მონაწილეობის მიღება
თბილისობის ტრადიციების უკეთ გაცნობა
ინფორმაციის მიღება
ოქტომბერი
5
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული
ცნობიერების ამაღლება
საკლასო ღონისძიება და კედლის გაზეთის შექმნა
ნოემბერი
6
მხიარული სტარტები
ჯანსაღი გარემოს შექმნა
სპორტისადმი ინტერესის ამაღლება
ნოემბერი

7
საახალწლო კედლის გაზეთის გამოშვება
ინტელექტუალური განვითარება
ჯგუფებში მუშაობა და პრეზენტაციები
დეკემბერი

8
საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობის მიღება(სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დახმარება).
გაიაზრონ, რას ნიშნავს სოციალურად დაუცველის ცხოვრება.
სოციალურა დაუცველი მოსწავლეების დახმარება.
დეკემბერი

9
გამოფენის მოწყობა-შობა ახალი წელი
ინტელექტუალურ-ესთეტიკური განვითარება.
ჯგუფებში მუშაობა და პრეზენტაციები
იანვარი
10
წმინდა ნინოს ბრწყინვალე დღესასწაული
მოსწავლეებში
რწმენისამაღლება
ინფორმაციის მიღება
იანვარი
11
გვახსოვდეს წარსული-დავით აღმაშენებლის ღვაწლის გახსენება
პატრიოტული განვითარება
მოსწავლემ გააცნობიეროს დავითის როლი საქართველოს ისტორიაში
თებერვალი
12
შეამოწმე შენი ცოდნა-ინტელექტუალური თამაში
ცოდნის შემოწმება ყველა საგანში
კლასის აკადემიური მდგომარეობის გამოვლენა
თებერვალი
13
ღონისძიება -დედის დღესთან დაკავშირებით
ინტელექტუალური განვითარება
დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში
მარტი
14
საქართველოს პირველი პრეზიდენტი-ზვიად გამსახურდია
პატრიოტული განვითარება
საქართველოს უახლოესი ისტორია
მარტი
15
9 აპრილის მოგონებები
პატრიოტული განვითარება
ბედკრული საქართველოს ყოფა საუკუნეების განმავლობაში
აპრილი
16
ინტელექტუალური ვიქტორინა მე-8 კლასებში
ცოდნის შემოწმება
კლასის აკადემიური მდგომარეობის გამოვლენა
აპრილი
17
მე-12 კლასის ბოლო ზარი
მოსწავლეების ჩართულობა
მათი გაცილება
მაისი
18
26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პატრიოტული განვითარება
თავისუფალ საქართველოში ცხოვრების მნიშვნელობა
მაისი
19
ექსკურსია
ისტორიული ადგილების მონახულება
გააცნობიერონ, რომ საქართველო უდიდესი წარსულის ქვეყანაა


Комментариев нет:

Отправить комментарий

გამოკითხვა