ინკლუზიური განათლება


საგანი  და ავტორი
ქართული  ენა და ლიტერატურა---ეთერი გოგოლაძე
თემა
გალაკტიონ  ტაბიძე „მთაწმინდის  მთვარე“  
ლექსის   ანალიზი
სამიზნე    ჯგუფი, მოსწავლეთა რაოდენობა
საშუალო საფეხური  
9 მოსწავლე
სსსმ  მოსწავლეთა რაოდენობა კლასში
1 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და ამოცანები

მოსწავლე:
  • შეძლებს ლექსის კომპოზიციური  თავისებურებების გააზრებას,
  • იმსჯელებს ენობრივ-გამომსახველობით ხერხებსა და გამოყენებულ ტროპული მეტყველების სახეების შესახებ .
  • გამოთქვამს მოსაზრებას ლექსის, იდეისა და თემის შესახებ აუდიტორიის წინაშე.
  • თვითშეფასების უნარის განვითარება.
სსსმ-ს  გასავითარებელი  უნარები
  • წაკითხულის  გააზრების, მასწავლებლის მიერ მონიშნული მონაკვეთიდან  პერსონაჟის დამახასიათებელი ადგილების ამოწერა-გააზრების უნარის განვითარება.
  • ტექსტიდან მხატვრული ხერხების (ეპითეტი, შედარება)  ამოცნობის უნარის განვითარება.
  • სოციალიზაციის უნარის(ჯგუფური მუშაობის დროს) განვითარება.
  • თვითშეფასების უნარის განვითარება.
გაკვეთილის მიზნები სსსმ მოსწავლისა-თვის
  • მოსწავლემ შეძლოს ტექსტიდან(ლექსიდან) გამომდინარე საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

  • მოსწავლემ შეძლოს წაკითხული მარტივი  ტექსტის გააზრება.
  • მოსწავლემ შეძლოს მარტივი  ტექსტის გადაწერა.
  • მოსწავლემ ტექსტიდან ამოიცნოს მხატვრული ხერხი (ეპითეტი)


ესგ-ს   სტანდარტით  განსაზღვრული მიზნები კლასისათვის
ქართ. XII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების გაანალიზება.
  • წაკითხულ ნაწარმოებში ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და შეაფასებს მათ ეფექტურობასა და მნიშვნელობას;
  • გაიაზრებს ენას, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალებას;


ქართ. XII. 13. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ანალიზის დაწერა.  

  • თავისუფლად ახერხებს მხატვრული ტექსტის ანალიზის ორგანიზება-სტრუქტურირებას;
  • იყენებს ციტატებს ნაწარმოებიდან საკუთარი არგუმენტების დასასაბუთებლად;

ქართ. XII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
  • წერს ნაშრომის შავ ვარიანტს და შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს;
  • ასწორებს ნაწერს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით.






ისგ-ით  განსაზღვრული მოკლევადიანი მიზნები  სსსმ მოსწავლისათვის
  • მოსწავლემ შეძლოს ტექსტიდან გამომდინარე საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
  • მოსწავლემ შეძლოს ჯგუფურ მუშაობაში ჩართვა

  • მოსწავლემ შეძლოს წაკითხული მარტივი  ტექსტის გააზრება
  • მოსწავლემ შეძლოს მარტივი  ტექსტის გადაწერა.
ესგ-ის სტანდარტი სსსმ მოსწავლისათვის
ქართ,VI.5
ჯგუფურ მუშაობაში პასუხისმგებლობის გადანაწილების, დისკუსიაში მონაწილეობის უნარის განვითარება.
ქართ.დაწყ.(VI).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
  • ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის და განსხვავებული ფორმით მოწოდებულ ზეპირ ინფორმაციას;
  • მეტყველების პროცესში  გადმოსცემს სხვის ნათქვამს;

ქართ.დაწყ.(VI).2 . მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გაგება-გააზრება; ტექსტებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.
  • უკავშირებს ერთმანეთს ტექსტის ცალკეულ მონაკვეთებს, ამოიცნობს კავშირებს მათ შორის;
  • ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ დეტალებზე.
წინარე ცოდნა
იცნობენ ნაწარმოების  სიუჟეტში განვითარებული მოვლენების დროსა და ადგილს, პერსონაჟთა თვისებებს და მათი ქცევის თავისებურებებს, შეუძლიათ დეტალურად გაიაზრონ ეპოქის როლი ნაწარმოებში ასახულ პრობლემატიკაზე,  აქვთ მაღალი მოტივაცია, იმსჯელონ პერსონაჟთა ღირებულებებზე, მათ ურთიერთდამოკიდებულებასა. შეუძლიათ საკუთარი პოზიციის არგუმენტირებული დასაბუთება.
ნაშრომის ორგანიზება და წერის ნორმების სათანადო დაცვა.
სსსმ-ს წინარე   ცოდნა და უნარები
შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების წაკითხვა მასწავლებლის დაუხმარებლად, შეუძლია  სიტყვების წერა, მოსმენით ნაწარმოების მონაკვეთის შინაარსის გაგება, აქვს მოტივაცია,  მარტივ კითხვებს უპასუხოს, ჩაერთოს საკლასო ან ჯგუფურ აქტივობებში, შეუძლია ტესტური კითხვების ინსტრუქციის გაგება და შესრულება.
გაკვეთილის  სტრუქტურა და  აქტივობების აღწერა
  
















    მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს.
( დრო--3წთ)
აქტივობა: 1   ( დრო: 5 წუთი)
 კლასში  პოზიტიური განწყობის შესაქმნელად მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს ლექსის აუდიოჩანაწერს(კითხულობს გ. ტაბიძე)http://www.youtube.com/watch?v=JH2ytHO8vAIfeature=player_embedded#at=11
    მოტივაციის გასაძლიერებლად მასწავლებელი მიმართავს გონებრივ იერიშს და ეკითხება მოსწავლეებს:
  • ადრე შესწავლილი ნაწარმოებებიდან  მთაწმინდის თემატიკის კიდევ რომელ პოეტურ ქმნილებებს გაიხსენებდით?
  • ღამისა და მთვარის შესახებ რომელი პოეტის რომელი ლექსი გაგონდებათ
სსსმ მოსწავლის კითხვა
  • მოეწონა თუ არა ლექსის  ,,მთაწმინდის მთვარე’’ აუდიოვერსია ?
აქტივობა: 2    (დრო: 20 წუთი)
მოსწავლეთა პასუხების შემდეგ მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად ცოდნის დონის მიხედვით. პროექტორით ეკრანზე აჩვენებს   წინასწარ ორად გაყოფილ დაბეჭდილ ტექსტს. ტექსტები განთავსებულია გვერდიგვერდ:
1-ლი ნაწილი მთვრდება სტრიქონზე-„ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად  სიარული.’’
მე-2 ნაწილი იწყება-„და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად...’ ვიდრე   ბოლომდე.
პირველ ჯგუფს მასწავლებელი სააზროვნოდ და სამსჯელოდ აძლევს ტექსტის ერთ ნაწილს, სთხოვს, გამოიყენონ  სტრატეგია ,,ორმხრივ ჩანაწერთა დღიური“(სტრატეგია ნაცნობიადა მოცემული ტექსტიდან იმუშაონ დავალებაზე. მუშაობის ფორმა არის ინდივიდუალური და აძლევს დავალებას:
თაბახის ფურცელი გაყონ ორად და მათთვის განკუთვნილი ტექსტის მონაკვეთიდან ამოწერონ აზრობრივად,  იდეურად,  მხატვრული  თვალსაზრისით გამორჩეული ადგილები.
თაბახის მეორე ნაწილის თავში კი დაწერონ
კითხვები: რატომ?, რა მაძლევს ამის საფუძველს?,რა გამახსენდა?,რა მომეწონა ან რა იყო ტექსტის აღნიშნული მონაკვეთის მთავარი სათქმელი?. 
მეორე ჯგუფის დავალება:
მოსწავლეები თაბახის ფურცელს ყოფენ ასევე ორად და აკეთებენ გრაფებს კითხვებისათვის. ისინი ასრულებენ იმავე დავალებას, მხოლოდ ლექსის მეორე ნაწილზე მუშაობენ.
 კითხვები:რატომ?-არგუმენტი.   რა მაძლევს ამის საფუძველს?-ვარაუდი რა გამახსენდა? -პარალელი.
რა  მომეწონა....სათქმელი?-საკუთარი აზრი.
   მოსწავლეები ინდივიდუალურად კითხულობენ ტექსტს და აკეთებენ ჩანაწერს ინსტრუქციის მიხედვით.
შესრულებული სამუშაო შეფასდება  ინდივიდუალური შეფასების რუბრიკით. (მასწავლებელი სამიზნე მოსწავლეებს წინასწარ ირჩევს).(დანართი#1)
მასწავლებელი იმავე სქემას ხაზავს დაფაზე და ავსებს  მოსწავლეთა მოსაზრებებით და ამთლიანებს ლექსის იდეურ, მხატვრულ, აზრობრივ მხარეს..
კლასში იმართება დისკუსია  აღნიშნულ თემაზე დაყრდნობით

სსსმ მოსწავლეს აქვს მონიშნული ადგილი ტექსტიდან, კითხულობს ტექსტს და   გადაწერს მონიშნულ წინადადებებს ისე, რომ არ დააკლოს ასოები სიტყვებს და დაიცვას ხაზზევითა და ხაზქვევითა რეგისტრი და დისტანცია სიტყვებს შორის.მცირე მოცულობის ტექსტში აკავშირებს შემადგენელ ნაწილებს და ამოიცნობს მათ შორის კავშირს, (თუ საჭიროა მასწავლებლის დახმარებით)   (მასწავლებელი მონიტორინგს გაუწევს სსსმ მოსწავლეს, რათა მოსწავლემ ინსტრუქციის დახმარებით სწორად შეასრულოს დავალება). შეფასდება (დანართი#2)

  
აქტივობა #3     (დრო: 10 წუთი)
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, გადაავლონ თვალი ტექსტს და აღნიშნონ ტროპული მეტყველების რა სახეებია გამოყენებული ლექსში და მოიყვანონ შესაბამისი  მაგალითები ციტატების სახით.
განიხილონ ლექსის მხატვრული თავისებურება, გამოყონ სიმბოლური მახასიათებლები.
სსსმ მოსწავლეს ეძლევა დავალება მონიშნული მონაკვეთიდან ამოწეროს წინადადება, რომელშიც იქნება ეპითეტი გამოყენებული. (მოსწავლეს ეძლევა აღნიშნული მხატვრული ხერხის განმარტება). მასწავლებელი აკვირდება სსსმ მოსწავლეს რამდენად სწორად აკეთებს მიცემულ დავალებას. საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მას. სსსმ მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით.
აქტივობა: 4  ( დრო: 4 წუთი)
მოსწავლეები(სსსმ მოსწავლეც)  ავსებენ წინასწარ განმზადებულ  თვითშეფასების კითხვარებს.  (დანართი 3-4)
აქტივობა:   5 ( დრო: 3 წუთი)
მასწავლებელი საშინაო დავალებად აძლევს-  დაწერონ თხზულება სათაურით-„სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა...“ მიუთითებს იმ კლასგარეშე ლექსებს რომელთა გამოყენებაც სასურველი იქნება თხზულების დასაწერად და კლასს ადგენინებს მოკლე გეგმას, რომელიც დაეხმარება მათ დავალების შესრულებისას.
  სსსმ მოსწავლეს ეძლევა დავალება-დახატოს მთვარე და რამდენიმე წინადადებით აღწეროს იგი.
სასწავლო  რესურსები
 ,,სახელმძღვანელო,  ტექსტის მონიშნული მონაკვეთი  სსსმ-მოსწავლისათვის, თაბახის ფურცლები,  სამუშაო ფურცლები.
შეფასების  ფორმები
განმავითარებელი კომენტარი,  სსსმ მოსწავლის კითხვებზე პასუხის პროცესში ჩართულობის შეფასების სქემა. მოსწავლეთა     ინდივიდუალური შეფასების ფორმა. სსსმ მოსწავლის განმავითარებელი შეფასება.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური, განმავითარებელი
 



საგანი  და ავტორი
ქართული  ენა და ლიტერატურა---ეთერი გოგოლაძე
თემა
ვახტანგ     კოტეტიშვილი : ,,აზიისაკენ“
სამიზნე    ჯგუფი, მოსწავლეთა რაოდენობა
საშუალო საფეხური  
9 მოსწავლე
სსსმ  მოსწავლეთა რაოდენობა კლასში
1 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და ამოცანები

  • მოსწავლე მოისმენს და გამიჯნავს ერთმანეთისაგან ევროპისა და აზიის ფასეულობებს, შეადარებს  მათ მსგავსებას და განსხვავებას, პარალელს გაავლებს დღევანდელობასთან.
  • მოსწავლე შეძლებს წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენებას.
კლასის განსავითარებელი უნარები
  • ანალიტიკური მსჯელობის, ანალიზის, სიმთეზის, შეჯამების უნარის განვითარება.
  • ჯგუფური მუშაობის უნარის გაძლიერება.
  • წერის სტრატეგიების ფლობის უნარის გაძლიერება.
  • თვიშეფასების უნარის გააქტიურება.
სსსმ-ს  განსავითარებელი  უნარები
  • წაკითხულის  გააზრების, შესრულებული დავალების პრეზენტაციის ,  
  • ტექსტში წარმოდგენილი  საკითხების გამიჯნვის უნარის განვითარება.
  • ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა.
  • თვითშეფასების უნარის განვითარება.                
გაკვეთილის მიზნები სსსმ მოსწავლისათვის
  • მოსწავლემ შეძლოს მონიშნული მონაკვეთის გაგება-გააზრება    მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემით,
  • შეძლოს შესრულებული დავალების პრეზენტაცია
  • განუვითარდება ჯგუფური მუშაობის უნარი.
  • იმუშავებს ლექსიკურ ერთეულებზე.
ესგ-ს   სტანდარტით  განსაზღვრული მიზნები კლასისათვის
ქართ. XII. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტე-ქსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობ-ლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XII. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება.

ქართ. XII. 13. მოსწავლეს შე-უძლია მხატვრული ნაწარმო-ების ანალიზის დაწერა.  

ქართ. XII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
ისგ-ით  განსაზღვრული მოკლევადიანი მიზნები  სსსმ მოსწავლისათვის
  • ტექსტის შინაარსობრივ კითხვებზე პასუხის გაცემა მასწავლებლის დახმარებით,
  • უცხო სიტყვების ამოწერა მოსწავლის  სპეციალურ ლექსიკონში ლექსიკის გამდიდრების მიზნით.
ესგ-ის სტანდარტი სსსმ მოსწავლისათვის
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • საუბრობს  გარკვევით და პრეზენტაციისას  იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს;
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი;
ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას.
  • კითხულობს ნაწერს გააზრებულად, კონტექსტის მიხედვით

ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება.

წინარე   ცოდნა კლასისათვის

  • შეუძიათ ეპოქის ისტორიულ-სოციალური კონტექსტის გააზრება ,  ესეს წერა, ნაწარმოების გაანალიზების საფუძველზე საკუთარი აზრის გამყარება არგუმენტებით.
სსსმ-ს წინარე   ცოდნა და უნარები
  • შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების წაკითხვა მასწავლებლის დაუხმარებლად,
  • შეუძლია  სიტყვების წერა,
  • შეუძლია მოსმენით ნაწარმოების  მონაკვეთის შინაარსის გაგება,
  • აქვს მოტივაცია,  მარტივ კითხვებს უპასუხოს, ჩაერთოს საკლასო ან ჯგუფურ აქტივობებში,
  • შეუძლია  კითხვების გაგება და  პასუხის გაცემა.
გაკვეთილის  სტრუქტურა და  აქტივობების აღწერა
  















სსსმ მოსწავლის კითხვები













სსსმ მოსწავლე

















ი     მასწავლებელი  კლასს აცნობს გაკვეთილის მიზნებს, რომელიც გამომდინარეობს ესგ-დან.  აცნობს გაკვეთილის შემადგენელ აქტივობებს, რის შემდეგაც მასწავლებელი  წინარე ცოდნის გასააქტიურებლად  მოსწავლეებს სთავაზობს,
(ა აქტივობა: #1   ( დრო  5 წუთი)
             სქემას ვენის დიაგრამის სახით ,რომელსაც აკრავს თვალსაჩინო ადგილზე და სთხოვს მოსწავლეებს დაწერონ ევროპისა და აზიისათვის დამახასიათებელი  ნიშნები და გამოყონ   საერთო მახასიათებლები.
   მოსწავლეები ავსებენ ვენის დიაგრამას  ერთ-ერთი მოსწავლის დახმარებით.    (მონაწილეობს სსსმ მოსწავლეც:  ის კითხულობს დიაგრამის საბოლოო სახეს).       
 
აქტივობა#2      ( დრო: 10 წუთი)

მა  მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას  ვ. კოტეტიშვილის პუბლიცისტურ წერილს ,,აზიისკენ’’,  კითხულობს ტექსტიდან ამონარიდს (ერთ ფრაზას-,,ევროპამ  შეგვშალა და ალბათ წაგვშლის კიდეც, თუ ასე გაგრძელდა.) და  სთხოვს მოსწავლეებს  გამოთქვან ვარაუდები, რაზე იქნება ტექსტი. მოსაზრებები იწერება დაფაზე.    
    მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ტექსტს ვახტანგ კოტეტიშვილის: ,,აზიისაკენ“  და მოსწავლეებს სთხოვს წაიკითხონ მოცემული ტექსტი და გამოთქმულ ვარაუდებთან შეადარონ,  რამდენად დაემთხვა მათი მოსაზრებები ტექსტის შინაარსს. შემდეგ კი შეადარონ ტექსტში წარმოდგენილი ინფორმაცია სქემას ,,ვენის დიაგრამა’’ და განსაზღვრონ  რა კავშირია მათ შორის, პარალელი გაავლონ ტექსტსა და თანავედროვე ცხოვრებას შორის.
    ტექსტის დარიგების შემდეგ მასწავლებლი  სთხოვს სსსმ მოსწავლეს, მონიშნული ადგილი ტექსტიდან ყურადღებით  წაიკითხოს და უპასუხოს კითხვებს:
1.ქართული ხელოვნება რას ვერ გასცდენია?
2.შენი აზრით, ევროპაში ვცხოვრობთ თუ აზიაში?
3.მიისწრაფის თუ არა დღეს საქართველო ევროპისაკენ?
სსსმ მოსწავლე  წერილობითი დავალების შესრულების შემდეგ  აკეთებს პრეზენტაციას(კითხულობს პასუხებს და სურვილის შემთხვევაში განავრცობს პასუხებს.  მასწავლებელი ყურადღებით აკვირდება სსსმ მოსწავლის მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში აძლევს რჩევებსა და მითითებებს.
სსსმ მოსწავლე ფასდება  წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკით.(იხ.დანართი # 1)  აქტიურად ჩართული მოსწავლეები შეფასდებიან  შეფასების რუბრიკით (დანართი#2)

აქტივობა #3   ( დრო 15 წუთი)
მასწავლებელი  კლასის მოსწავლეებს აჯგუფებს ცოდნის დონის მიხედვით   (ძლიერი-,,მე’’, საშუალო-,,შეკითხვა’’ და სუსტი-,,ციტატა’’). თითოეულ მათგანს აძლევს შესაბამის დავალებას.
,,შეკითხვის’’ ჯგუფის წევრებმა დასვან შეკითხვები ტექსტიდან გამომდინარე.
,,მე’’ ჯგუფი(ძლიერი)- უპასუხონ  ,,შეკითხვის’’ ჯგუფის მიერ დასმულ კითხვებს საკუთარი მოსაზრებებით.
,,ციტატა’’ ჯგუფის წევრები კითხვებზე პასუხს წარმოადგენენ ტექსტიდან ციტატის სახით.

      სსსმ მოსწავლე მასწავლებლის მიერ მიცემული ტექსტიდან ამოწერს ხაზგასმულ სიტყვებს და განმარტავს მათ მნიშვნელობებს კონტექსტიდან გამომდინარე, რის შემდეგაც გაუგებარ სიტყვებს  ამ მოსწავლესთან და კლასთან ერთად განმარტავს მასწავლებელი. სსსმ მოსწავლე განმარტებულ სიტყვებს ჩაიწერს ლექსიკონში. ( ამ აქტივობისთვის მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ  შეფასებას კომენტარით სწორი პასუხია, ასე გააგრძელე, ნათლად გადმოეცი აზრი, უკეთესი იქნებოდა უფრო ნათლად, ხმამაღლა, ვრცლად გადმოგეცა პასუხი და ა.შ.)
აქტივობა  #4 ( დრო: 3  წუთი)
 მოსწავლეები  ჯგუფური მუშაობის შემდეგ ავსებენ თვითშეფასების  კითხვარს( დანართი#3-4) კითხვარს ავსებს სსსმ მოსწავლეც თანაკლასელის დახმარებით.
აქტივობა  # 5 ( დრო: 10  წუთი)
მასწავლებელი  გაკვეთილის დასასრულს  აჯამებს თემას ძირითადი კითხვებით და  ავლენს, თუ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა ტექსტი და მასთან დაკავშირებული საკითხები.
დასასმელი კითხვები:
1.თქვენი აზრით ესეს ავტორი ფრაკიან ,,ვიღაცაში’’ კონკრეტულ პიროვნებას გულისხმობს თუ გარკვეულ ტენდენციას?, რატომ?
2.ეს ესე დაიწერა 1922 წელს, თქვენი აზრით, დღეს რომ დაწერილიყო ეს ესე,  გარდა ლექსიკისა და ენობრივი კონსტრუქციებისა, კიდევ რა შეიცვლებოდა მასში?
3.იმსჯელეთ როგორ გესმით ესეს ფინალური ფრაზა: ,,მაგრამ ჩინეთის კედლები კი არა, ქართული დარბაზები’’?
სსსმ მოსწავლისთვის შემაჯამებელი კითხვები:
1.სად ისურვებდი ცხოვრებას და რატომ?
2.ვინ არის მოცემული წერილის ავტორი?
აქტივობა: #6  ( დრო: 2 წუთი)
გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას: ამოიწერონ ის დეტალები, რომლებშიც სუკეთესოდ აისახა ის ეპოქა და მისი თავისებურებები?
სსსმ  მოსწავლემ  ტექსტიდან  გადაწეროს მონიშნული  ადგილი და ამოწეროს მისთვის უცნობი სიტყვები, რომლებსაც განვმარტავთ მომდევნო გაკვეთილზე.


სასწავლო  რესურსები
 ,,სახელმძღვანელო, მონიშნული ტექსტი სსსმ-სთვის. მარკერები, ფლივჩარტი.
შეფასების  ფორმები
სიტყვიერი კომენტარი კლასისათვის,  სსსმ -ს -- მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების სქემა , ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა,  ურთიერთშეფასების რუბრიკა.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური, ჯგუფური.
 


საგანი  და ავტორი
ქართული  ენა და ლიტერატურა--ეთერი გოგოლაძე
თემა
ნ.ლოთქიფანიძის,,შელოცვა რადიოთი“
სამიზნე    ჯგუფი, მოსწავლეთა რაოდენობა
საშუალო საფეხური  9 მოსწავლე
სსსმ  მოსწავლეთა რაოდენობა კლასში
1 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და ამოცანები

  • მხატვრული ნაწარმოების სიღრმისეული წვდომა
  • მსჯელობისა და ეპოქის გაგება-გააზრების უნარის გააქტიურება
  • ტექსტზე მუშაობისა და ანალიტიკური უნარის განვითარება
  • საპრეზენტაზციო უნარების განვითარება-შემოწმება
  • თვითშეფასების უნარის გაძლიერება.
სსსმ-ს  გასავითარებელი  უნარები
  • წაკითხულის  გააზრების, მასწავლებლის მიერ მონიშნული მონაკვეთიდან  პერსონაჟის დამახასიათებელი ადგილების ამოწერა-გააზრების უნარის განვითარება,
  • სოციალიზაციის უნარი(ჯგუფური მუშაობის დროს)
  • თვითშეფასების უნარის განვითარება.
გაკვეთილის მიზნები სსსმ მოსწავლისათვის
  • მოსწავლემ შეძლოს მონიშნული მონაკვეთის გაგება-გააზრება,
  • ,პერსონაჟის დამახასიათებელი ადგილების ამოწერა  თანაკლასელის დახმარებით,
  • შეძლოს მასწავლებლის მიერ დასმულ  მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა,
  • .მონაწილეობა მიიღოს ჯგუფურ მუშაობაში.
ესგ-ს   სტანდარტით  განსაზღვრული მიზნები კლასისათვის
XII.5.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით
  • 1.ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, კულტურულ-სოციალურ გარემოს;
  • 2.მსჯელობს ავტორის/პერსონაჟის ფასეულობებსა და შეხედულებებზე, რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან მიმართებაში;
  • XII.13
    მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ანალიზის დაწერა
  • 1.განსაზღვრავს ნაწარმოების კონცეპტუალურ იდეას;
  • 2.ახასიათებს პერსონაჟებს (ადარებს და უპირისპირებს მათ ერთმანეთს); ქმნის პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტს კონკრეტული კონტექსტის მიხედვით (საქციელი, გადაწყვეტილება, მსჯელობა და . .); 
  • 3.იყენებს ციტატებს ნაწარმოებიდან საკუთარი არგუმენტების დასასაბუთებლად;

  • 1.წერს ნაშრომის შავ ვარიანტს და შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს;
  • 2.ასწორებს ნაწერს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით.






ისგ-ით  განსაზღვრული მოკლევადიანი მიზნები  სსსმ მოსწავლისათვის
ტექსტის შინაარსობრივ კითხვებზე პასუხის გაცემა,  რთულფუძიანი სიტყვების წერის უნარის განვითრება; .პერსონაჟთა  ხასიათის თვისებებზე დაკვირვების უნარის გააქტიურება.
ესგ-ის სტანდარტი სსსმ მოსწავლისათვის
ქართ,VI.5
ჯგუფურ მუშაობაში პასუხისმგებლობის გადანაწილების, დისკუსიაში მონაწილეობის უნარის განვითარება.
ქართ.დაწყ.(VI).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
  • ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის და განსხვავებული ფორმით მოწოდებულ ზეპირ ინფორმაციას;
  • ჯგუფთან წარმოადგენს და   საკუთარ პოზიციას;
ქართ.დაწყ.(II).2 . მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გაგება-გააზრება; ტექსტებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.
  • ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ დეტალებზე.
წინარე   ცოდნა კლასისათვის
იცნობენ ნაწარმოების  სიუჟეტში განვითარებული მოვლენების დროსა და ადგილს, პერსონაჟთა თვისებებს და მათი ქცევის თავისებურებებს, შეუძლიათ დეტალურად გაიაზრონ ეპოქის როლი ნაწარმოებში ასახულ პრობლემატიკაზე,  აქვთ მაღალი მოტივაცია, იმსჯელონ პერსონაჟთა ღირებულებებზე, მათ ურთიერთდამოკიდებულებასა. შეუძლიათ საკუთარი პოზიციის არგუმენტირებული დასაბუთება.
ნაშრომის ორგანიზება და წერის ნორმების სათანადო დაცვა.
სსსმ-ს წინარე   ცოდნა და უნარები
შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების წაკითხვა მასწავლებლის დაუხმარებლად, შეუძლია  სიტყვების წერა, მოსმენით ნაწარმოების მონაკვეთის შინაარსის გაგება, აქვს მოტივაცია,  მარტივ კითხვებს უპასუხოს, ჩაერთოს საკლასო ან ჯგუფურ აქტივობებში, შეუძლია ტესტური კითხვების ინსტრუქციის გაგება და შესრულება.
გაკვეთილის  სტრუქტურა და  აქტივობების აღწერა
  
















    მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზნებს,
( დრო--3წთ)
აქტივობა: 1    (დრო-15წთ.)      
 წინარე ცოდნის გასააქტიურებლად   ყურადღება გამახვილდება ელი გორდელიანის სოციალურ მდგომარეობაზე, მის ბედსა და განვითარებულ მოვლენებზე. მასწავლებელი  კლასს უსვამს კითხვებს:
  • როგორ პირობებში ცხოვრობს ელი გორდელიანი?
  • თქვენი აზრით, რატომ აირჩია მწერალმა ქორწინებისთის 26 მაისი?  
  • შალვა გორდელიანმა ჰექსლეი ჯერ გამოიწვია დუელში და მერე გადაიფიქრა, რატომ? მოიყვანეთ სათანადო არგუმენტები ტექსტიდან.
  • როგორ ფიქრობთ, ვის უფრო კარგად ესმის ელის გულისტკივილი, ჰექსლეის, ბრომლეის თუ რამინოს?
რატომ  ფ ი ქ რ ო ბ თ  ასე?
  • რატომ არ მოსწონს ელის იერომინე?როგორი წინათგრძნობა აქვს ელის? გამართლდა თუ არა მისი შიში?

  • როგორ ფიქრობთ რა ბედი ეწია იერონიმე შვინდაძეს?

სსსმ მოსწავლის კითხვები:
1. სად დაიბადა ელი?
2.რა ქვია ელის ქმარს?
3.ჰყავდა თუ არა შვილი ელის?
4.რომელმა ქვეწარმავალმა დაკბინა ელი:ა)გველმა ბ)ხვლიკმა გ)მორიელმა დ)არცერთმა
5.რა მოუვიდა ელის: ა)შხამით მოიწამლა; ბ)გადარჩა; გ)ავარიაში მოხვდა   
6.        როგორი პერსონაჟია ელი დადებითი თუ უარყოფითი?   
           (მოსწავლე ფასდება  დანართი#1)  
              
აქტივობა  2 (დრო--18  წთ.)

კლასი გავყე ორ ჯგუფად , 1 -ლ  ჯგუფს  ( მაღალი მზაობის)  მივეცი დავალება შესაბამისი  ინსტრუქციით:
გამოიყენეთ წიგნში არსებული რუბრიკა „ინტერპრეტაცია“   და წარმოადგინეთ რა ინფორმაციაა კოდირებული სათაურში „შელოცვა რადიოთი“, ქვესათაურში (დიდი გოდების მცირე ნაკადი) და ეპიგრაფში (,, რას მაქნევდით, რათ გინდოდით, ერთმანეთსა რითა ვგვანდით? თქვენ მორჭმულნი თამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვსა ვბანდით’’ შ.რუსთაველი)
მეორე ჯგუფის (სუსტი და საშუალო მზაობის) დავალება:
დაახასიათონ   ელი გორდელიანი  და მოამზადონ პრეზენტაცია თითოეულმა  ჯგუფმა. (ამ ჯგუფში ვსვამ სსსმ მოსწავლეს)
სსსმ მოსწავლეს აქვს მონიშნული ადგილი ტექსტიდან, კითხულობს ტექსტს და    თანაკლასელის დახმარებით ამოწერს ელის დამახასიათებელ ადგილებს.(როდესაც ჯგ.სხვა წევრები  მოინიშნავენ საჭირო ინფორმაციას და შეთანხმდებიან მოცემული დავალების გეგმისა და თეზისების შესახებ.  სსსმ მოსწავლეც მიაწოდებს თავის ნამუშევარს,ეს მას დაეხმარება მოსწავლეებთან ურთიერთობაში, მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლებაში, გარდა ამისა, ის დაეხმარება ჯგუფს დავალების შესრულებაში(პერსონაჟის დახასიათებაში)
(მასწავლებელი მონიტორინგს გაუწევს  მეორე ჯგუფს,რათა არ მოხდეს სსსმ მოსწავლის ინიციატივის იგნორირება და პარალელურად აკვირდება სსსმ მოსწავლეს, რამდენად სწორად წერს  რთულფუძიან სიტყვებს ტექსტიდან.)
   I და II ჯგუფის პრეზენტატორები აკეთებენ პრეზენტაციას,
მოსწავლეთა  შეფასება ხდება პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის მიხედვით ( იხ. დანართი#2)
მასწავლებელი სსსმ მოსწავლის ჩართულობასა და მუშაობას ჯგუფში აკვირდება და ავსებს დაკვირვების ცხრილს.(დანართი #3)
აქტივობა:  3 ( დრო: 3 წუთი)

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებს ურიგდებათ თვითშეფასების კითხვარი და  ავსებენ მას.(იხ.დანართი #4-5)
აქტივობა:  4 ( დრო: 3 წუთი)

    გაკვეთილის  დასასრულს მასწავლებელი შეაჯამებს თემას და კიდევ  ერთხელ გაუსვამს ხაზს ნაწარმოების მთავარ აზრს, პერსონაჟის  მახასიათებელ ნიშნებს ნაწარმოებში განვითარებული მოვლენების ფონზე.
აქტივობა: 5  ( დრო: 3 წუთი)
          
  გაკვეთილი მთავრდება  საშინაო დავალების მიცემით-,,ელი გორდელიანი -ცხოვრების მსხვერპლი“ ( ესე)
სსსმ მოსწავლეს  ვაძლევ დავალებად  - ნაწარმოებიდან გამომდინარე   დაწეროს რომელი პერსონაჟი მოეწონა და   აღნიშნოს თუ რომელს გაიცნობდა.
მასწავლებელი აძლევს სათანადო რჩევებსა და კომენტარებს დავალების შესახებ.

სასწავლო  რესურსები
 ,,სახელმძღვანელო,  ტექსტის მონიშნული მონაკვეთი  სსსმ-მოსწავლისათვის, ფლიპჩარტი,  საპრეზენტაციო დაფა და ფერადი მარკერები,   თაბახის ფურცლები, სამუშაო ფურცლები.
შეფასების  ფორმები
განმავითარებელი კომენტარი,  სსსმ მოსწავლის კითხვებზე პასუხის პროცესში ჩართულობის შეფასების სქემა. კლასის მოსწავლეთა   პრეზენტაციის შეფასების სქემა. ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა. თვითშეფასების კითხვარი.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური, ჯგუფური
 

                 დანართი#1     

სამიზნე მოსწავლის  შეფასების სქემა ზეპირმეტყველებაში


ქულები
პირობასთან შესაბამისობა

იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა)
0–0,5_1
კომუნიკაციური უნარ–ჩვევები

გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანმიმდევრულად ავითარებს მას
0–1–2
მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები
0–1–2
გამოაქვს ადეკვატური დასკვნები
0–1
ენობრივი უნარ–ჩვევები

ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ არავერბალურ საშუალებებს (მაგ.ჟესტიკულაციას,ინტერვალს საუბარში,ხმის სხვადასხვა დონეს)
0–1
იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ–გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს(მაგ.განკერძოებულ სიტყვებს,გამოთქმებს,ჩართულს,პირობით–შედოგობით კონსტრუქციას და ა.შ)
0–2
შემოქმედებითი უნარ–ჩვევები

აქვს საინტერესო მოსაზრებები,მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები,მაგალითები
0–1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 10



დანართი #2
სსსმ მოსწავლის წერის შეფასების  რუბრიკა
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
გადაწერა ტექსტი, დააკლო ასოები, ვერ დაიცვა ხაზზევითა და ხაზქვევითა რეგისტრი და სიტყვებს შორის დისტანცია
გადაწერა ტექსტი ზუსტად, არ დააკლო ასოები, მაგრამ ვერ დაიცვა ხაზზევითა და ხაზქვევითა რეგისტრი და სიტყვებს შორის დისტანცია
გადაწერა ტექსტი , ნაწილობრივ  დააკლო ასოები, დაიცვა ხაზზევითა და ხაზქვევითა რეგისტრი, მაგრამ ვერ დაიცვა სიტყვებს შორის დისტანცია
გადაწერა ტექსტი უშეცდომოდ, ზოგიერთ სიტყვებს შორის დარღვეულია დისტანცია, თუმცა დაცულია ხაზზევითა და ხაზქვევითა რეგისტრი
გადაწერა ტექსტი უშეცდომოდ, არ დააკლო ასოები,დაიცვა ხაზზევითა და ხაზქვევითა რეგისტრი,დაიცვა სიტყვებს შორის დისტანცია


დანართი N3

თვითშეფასება კლასისთვის.


კრიტერიუმები /ქულები
კი
არა

1
გაკვეთილის მიზანი გასაგები და  კონკრეტული  იყო



2
აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას



3
გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას



4
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას



5
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში



6
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს



7
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები



8
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს



9
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას



10
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას



11
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად
















თვითშეფასება  სსსმ მოსწავლისათვის (დანართი #4)


კი
არა
1.
მომეწონა მოცემული  დავალება


2.
დამჭირდა მეგობრის(მასწავლებლის) დახმარება.


3.
კიდევ გავიმეორებდი  მსგავს დავალებას


4.
ვიყავი აქტიური



Комментариев нет:

Отправить комментарий

გამოკითხვა