სახალისო აქტივობები

კლასგარეშე აქტივობები აუცილებელი პირობაა მოსწავლის ზრდა-განვითარებისათვის და მოტივაციის გაზრდისათვის, ამიტომაა ,რომ ყველა პედაგოგი ცდილობს ამ მხრივ დაგეგმოს სხვადასხვა სახის ღონისძიება, ექსკურსიები სოციალური პროექტები და სხვა.
მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც კლასის დამრიგებელმა გადავწყვიტე დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამეკეთებინა, ღონისძიება, რომლითაც დედებს მივულოცავთ ამ ულამაზეს დღეს. ღონისძიებას დავარქვი ,, ეს გაზაფხული შენია დედა" მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ წინა საღონისძიებო აქტივობებში კლასის საათზე დაამზადეს ყვავილების ლამაზი თაიგულები, რომელშიც უდიდესი სიყვარული ჩადეს.
ღონისძიება დაგეგმილ დღეს საინტერესოდ წარიმართა მშობელთა ჩართულობით, იყო სიხარულის ცრემლები, კმაყოფილება და მადლიერება...
მინდა მუდამ ერთად და სიყვარულით გიხილოთ მრავალი წელი ჩემო მშობლებო !






                                                                    ,,ჩემი კლასი"
კლასის საათი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლის ცხოვრებაში, სწავლობენ, იაზრებენ, დახმარების ხელს უწვდიან ერთმანეთს. უვითარდებათ სოციალური უნარები, სწავლობენ ზრუნვას, მშობლიურ სკოლაზე და თვლიან, რომ ეს მეორე სახლია მათი, სადაც 12 წელს ატარებენ. იციან, რომ ამ შენობამ და პედაგოგებმა კიდევ მრავალი თაობა უნდა აღზარდოს, ამიტომ კლასის საათზე განვახორციელეთ აქტივობა სახელწოდებით ,, მე მიყვარს ჩემი სკოლა და ჩემი კლასი", რაც ხალისითა და დიდი ენთუზიაზმით წარიმართა. ვფიქრობ, კიდევ ბევრჯერ ჩავატარებთ მსგავს აქტივობას.

























                       

                                                                   ,,ახალი წელი"
სადამრიგებლო საათის ფარგლებში დავგეგმეთ საახალწლო ღონისძიება სახელწოდებით ,,კულინარიული დუელი" მშობელთა ჩართულებით, კლასი გაიყო ორ ჯგუფად და სხვადასხვა აქტივობებში გაიმართა შეჯიბრი, იყო ნაძვისხეების დამზადება ტორტის ბისკვიტებით, სიმღერა ცეკვა და უამრავი ღიმილი. მინდა მუდამ ღიმილიანებს გხედავდეთ ჩემო საყვარელო მოსწავლეებო და მშობლებო.






















                                                            

Комментариев нет:

Отправить комментарий

გამოკითხვა