ექვთიმე თაყაიშვილი [1]-ქართული
საგანძურის თავდადებული მცველი
,,ექვთიმე თაყაიშვილი არის მაგალითი იმისა, თუ,
როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო და
როგორ უნდა ვეპყრობოდეთ მას“
ილია II
საბაბი იმისა, რომ
ჩემი საკონფერენციო თემა ყოფილიყო ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ, გახდა მას შემდეგ რაც
ილია მეორეს ზემოთ მოყვანილი ფრაზა წავიკითხე. აქამდე ნაწილობრივ ვიცნობდი ექვთიმე
თაყაიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას, მაგრამ
გადავწყვიტე დაწვრილებით გავიცნო მისი თავდადებული
საქმეები.
წმინდანობა და ერისკაცობა ისე არავის შეუდუღაბებია
და შეუსისხლხორცებია ერთმანეთში, როგორც ექვთიმე თაყაიშვილს! ქართველმა მართლმადიდებელმა
სამოციქულო ეკლესიამ და ქართველმა ერმა ის წმინდანად და ღვთისკაცად შერაცხა 2002 წლის
17 ოქტომბერს. ექვთიმე თაყაიშვილის წმინდა სახელი და ღვაწლი დიდი ხნის განმავლობაში
იკრძალებოდა საბჭოთა რეჟიმის მიერ. თუმცა ყოველი ნამდვილი ქართველი სულით ატარებდა
მის სიყვარულს, თაყვანს ცემდა მის უკვდავ საქმეს და ,,ჩუმის ნატვრით ნატრობდა“ იმ ბედნიერი
დღის გათენებას, როცა მისი სახელი მთელი სიდიადით ამობრწყინდებოდა.
ექვთიმეს ნაშრომებმა და აღმოჩენებმა დიდი როლი ითამაშეს
ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიკის, ნუმიზმატიკის, ფილოლოგიისა და ლინგვისტიკის
განვითარებაში. მისი ბრწყინვალე ნაშრომების შეკრება თავის თავზე აიღეს აკაკი შანიძემ,
შალვა ამირანაშვილმა, გიორგი ლომთაძემ, ალექსანდრე ბარამიძემ, რეზო თაბუკაშვილმა და
ა.შ. თუმცა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი-თაყაიშვილის მეცნიერული მემკვიდრეობა ჯერ კიდევ
არაა სათანადო სისრულით და ამომწურავად შესრულებბული.
ე. თაყაიშილის დიდ მეცნიერულ მოღვაწეობას რომ თავი დავანებოთ, მარტო მოქალაქეობრივი
უმწიობაც კმარა, რომ მისი ცხოვრება მისაბაძი იყოს სხვისთვის,რადგან ის,ხალხთა მეგობარი
და მეგობრის დამცველი, სინდისიერი მკვლევარი და უანგარო საზოგადო მოღვაწე მაღლა იდგა
ცრუ პატრიოტიზმსა და მეგობრის გამო მიკერძოებისაგან.
დიდი ქართველი
მეცნიერი, საზოგადო
მოღვაწე და
ქართული ეკლესიის
მიერ წმიდანად
შერაცხული ექვთიმე
თაყაიშვილი, გურიის
ერთ პატარა
სოფელ ლიხაურში,
აზნაურ სვიმონ
თაყაიშვილის ოჯახში
დაიბადა 1863 წლის
5 იანვარს. ჯერ
კიდევ სულ
პატარას მშობლები
დაეღუპა.
ექვთიმე ნიჭიერი და სწავლის მოყვარული ბავშვი იყო. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა და სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა.
2
შემდეგ
კი პეტერბურგის
უნივერსიტეტში ჩააბარა
ისტორიულ-ფილოლოგიურ
ფაკულტეტზე. პეტერბურგიდან
ექვთიმე კანდიდატის
ხარისხით დაბრუნდა
თბილისში.
თბილისში
ჩამოსული ექვთიმე
აქტიურად ჩაერთო
მეცნიერულ, პედაგოგიურ
და საზოგადოებრივ
მოღვაწეობაში. უმთავრეს
მიზნად მან
დაისახა მასალების
შეკრება საქართველოს
ისტორია-არქეოლოგიისათვის.
1889 წელს დააარსა
“საქართველოს საეგზარქოსო
მუზეუმი”, სადაც
თავს უყრიდნენ
ძველ საეკლესიო
წიგნებს, ხელნაწერებსა
და სხვადასხვა
ნივთებს. მუშაობდნენ
საქართველოს ეკლესიის
ისტორიის შედგენაზე.
თავად ექვთიმე
წერს :
“საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე….
საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს.
რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!..
არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!..
რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება… თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას”.
ექვთიმე
თაყაიშვილის სახელს
უკავშირდება “საქართველოს
საისტორიო და
საეთნოგრაფიო საზოგადოების”
დაარსება. ეს
საზოგადოება მოგზაურობდა
საქართველოს სხვადასხვა
მხარეში და
აგროვებდა ისტორიულ
და არქეოლოგიურ
მასალებს. განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო
მათი მოგზაურობა
“სამუსულმანო საქართველოში”.
ექსპედიციამ უამრავ
მასალას მოუყარა
თავი: ეთნოგრაფიულ
და საარქივო
ნივთებს, ნაქსოვ-ნაქარგებს,
ხელნაწერებს. ცალკე
კოლექციას შეადგენდა
ქართული ეკლესია-მონასტრების
კედლებიდან გადმოღებული
ფრესკები.
1888 წელს
ექვთიმემ შეისწავლა
და გამოიკვლია
“პარხლის სახარება”.
ამას მოჰყვა
შატბერდული “მოქცევაი ქართლისაის” ახლებური წაკითხვა, რკვევა და დათარიღება.
შატბერდული “მოქცევაი ქართლისაის” ახლებური წაკითხვა, რკვევა და დათარიღება.
1890 წელს
ექვთიმე თაყაიშვილმა
ერთად მოუყარა
თავი და
გამოაქვეყნა “სამი
ისტორიული ქრონიკა”,
სადაც წარმოდგენილია
-“მოქცევაი ქართლისაი”,
“სუმბატის ქრონიკა”
და “მესხური
მატიანე”. ამ
გამოცემამ იგი
ერთბაშად მაშინდელ
დიდ სამამულო
მოღვაწეთა გვერდით
დააყენა.
ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა!-ასე წერდა ექვთიმე თაყაიშვილი აკაკი ჩხენკელს [2]1934
წლის 6 სექტემბერს. ამ სიტყვებში ექვთიმე გულისხმობდა საქართველოს საფრანგეთში გატანილ ეროვნულ განძეულს და გვეუბნება, რომ ამ საუნჯის დატოვება საქართველოში ბოლშევიკებისთვის, ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა!
ძალზე ბევრი ნარკვევი და ისტორია მიეძღვნა საქართველოს ეროვნულ განძეულის ევროპაში გატანას.ამ ლიტერატურაში დომინირებს ექვთიმე თაყაიშვილის სახელი.ჩვენი მეოცე საუკუნის ისტორიაში მომხდარი ამ საგულისხმო ამბავის ისტორიული დოკუმენტები 1921 წელს გაიტანეს უცხოეთში სამუზეუმო განძეულობასთან ერთად და ინახებოდაა პარიზსა(ლევილში) და ჰარვარდში.უკვე 1996-1997 წელს ეს ეროვნული არქივი პარიზიდან და ჰარვარდიდან საქართველოში ჩამოიტანეს და ჩვენ დაგვიბრუნდა ჩვენი ეროვნული საუნჯე.
რა მოხდა სინამდვილეში?
1921 თებერვალში მე-11 წითელმა არმიამ სერგო ორჯონიკიძისა და სერგეი კიროვის მეთაურობით გადმოლახა დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრები და თბილისს მოუახლოვდა. საფრთხე დაემუქრა საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას...
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით გადაწყვიტა თავი აერიდებინა სამოქალაქო ომისთვის, ახალი სისხლისღვრისთვის..ეროვნულმა მთავრობამ , იგი სოციალ-დემოკრატებისგან შედგებოდა, ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა.
ამ დროს ივანე ჯავახიშვილი, რომელიც უნივერსიტეტის რექტორია,იბარებს ექვთიმე თაყაიშვილს და ეუბნება:,, ბოლშევიკები დღეს ან ხვალ საქართველოში შემოვლენ და მეშინია, რომ ეროვნულ განძეულობასაც გაანადგურებენ,ქვეყანას გაძარცვავენ. მე ვიცი რომ საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში მიდის და მსურს, ნოე ჟორდანიამ თან წაიღოს ჩვენი ეროვნული საგანძური"
მალევე გადაწყდა,რომ განძეულს მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილი უნდა გაჰყოლოდა.იგი თავის მეუღლე ნინო პოლტორაცკაიასთან ერთად განძს ემიგრაციაში გაჰყვა. ექვთიმეს ემიგრაციაში წასვლა ადრე ფიქრადაც კი არ ჰქონია, ხოლო განძეულის ასეთი ხსნა კი დიდ ივანე ჯავახიშვილს ჰკუთვნებია.
ემიგრაციაში წასული ჩვენი მთავრობის პოლიტიკური იდეები ვერ გამართლდა,ისინი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდნენ..დაბრუნდა მხოლოდ ექვთიმე, 1945 წელს მას ლევილის ქართველობამ გამოსათხოვარი საღამო მოუწყო, ეროვნული საგანძური საქართველოსა და ქართველ ხალხს დაუბრუნდა.

გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის
ხატები და თვალ-მარგალიტით მოჭედილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო
ქო-ნება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.
საბჭოთა ხელისუფლება იყო მოსული და საბწოთა რუსეთთან
ურთიერთობა აღდგენილიყო.საქართველოს განძიც საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოს საკუთრებად გამოეცხადებინა და არა
მენშევიკების საკუთრებად.
და მიიღო ექვთიმე თაყაიშვილმა საბჭოთა ხელისუფლლების
რწმუნებულის ვრცელი წერილი, რომელშიც ასეც
ეწერა:
,, ... დღეს კი მე მინდა მოგმართოთ თქვენ, რათა
შეასრულოთ თქვენი დიადი მოქალაქეობრივი მოვალეობა: საქართველოს სიძველეთა სვე-ბედი
საზღვარგარეთ (სრულად) თითქმის თქვენზეა დამოკიდებული, და ამისათვის მათი
საქართველოში ხელუხლებლად
დაბრუნება სწორედ თქვენს პირად მოვალეობას წარმოადგენს...
მიუხედავად შესაფერისი, საიმედო და კეთილსინდისიერი
მეთვალყურისა, როგორც თქვენ ბრძანდებითდღვანდელ მღელვარე ევროპაში გატანილი ქართულ
სიძნელეთა სვე-ბედი მცირე რამ შემთხვევაზეადამოკიდებული. ამისათვის ყველაფრის, რაც თქვენ გაბარიათ, დაუყოვნებლივ ჩამოტანა საქართველოში, და თქვენი
ჩამოსვლაც თქვენი პირდაპირი მოვალეობის გასაგრძელებლად უნივერსიტეტის დღემდე
ცარიელ კათედრაზე აუცილებელი და საჩქარო საქმეა“.
მაგრამ საქართველოს განძის საქართველოში დაბრუნება
სრულებითაც არ იყო ექვთიმეზე
დამოკიდებული...
ექვთიმე თაყაიშვილმა საფრანგეთის მთავრობას წარუდგინა
მოხსენება, რომელშიც ახსნილია ყოველი
გარემოება ამ ნივთებისა:
1) რომ ეს ნივთები ევაკუაცია ქმნილია საფრანგეთის
ყოფილი ელჩის შევალიეს რჩევითა და დახმარებით.
2) რომ ეს ნივთები შეადგენენ საკუთრებას არა
მათ მიერ ცნობილ მთავრობისა, არამედკერძო მუზეუმებისა, საისტორიო და საეთნოგრაფიო
საზოგადოებისა, საეკლესიო მუზეუმისა, სამხატვრო გალერიისა და საქართველოს
მუზეუმისა.
3) რომ ეს ნივთები მხოლოდ შესანახად ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობას,რომლის მეთვალყურე იყო თავად
ექვთიმე თაყაიშვილი.
4) რომ ეხლა, როდესაც აქ საქართველოს მთვრობის
საელჩო მოხსნილია, რომლის სახელზე ნივთები ინახებოდა ბანკშ, ისნივთები უნდა
დაუბრუნდეს თავიანთ პატრონებს, ესეიგი საქართველლოს მუზეუმებს.
დიდი
მამულიშვილი ღირსებით ასრულებდა განძის
მეთვალყურის მოვალეობას. მისი
უდიდესი ნებისყოფისა და თავდაუზოგავი მცდელობის შედეგი
იყო საქართველო საგანძურის დაცვა
მეტად რთულ პირობებში. გაუძლო
ინგლისისა და აშშ მუზეუმების შემოტევებს (მათ უნდოდათ განძის
გარკვეული ნაწილი ეყიდათ.
ინგლისის მუზეუმი სანაცვლოდ პირობას დებდა, დანარჩენი განძი
უფასოდ შეენახა), გაუძლო
მეორე მსოფლიო ომის
საშინელ წლებს, როცა
შეიძლებოდა გერმანელებს განძი
ოკუპირებული საფრანგეთიდან წაეღოთ.
ვერ გატეხა შიმშილმა, დამცირებამ, მეტად
მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და
1945 წ. მთელი განძი
უკლებლივ ჩამოიტანა საქართველოში.
ბიბლიოგრაფია
ლევან სანიკიძე- ,,წიგნი მოწამეთა“ გვ. 545-565
[2] აკაკი ჩხენკელი- (დ. 1874 — გ. 5 იანვარი, 1959)
– ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, იურისტი და პუბლიცისტი, მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი რუსეთსა და საქართველოში.
ჩემი საყვარელი მოთხრობა რევაზ ინანიშვილის შემოქმედებიდან
"ჩემი ნაწერები ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამოკენკვის ცდაა." წერდა რევაზ ინანიშვილი. მან მართლაც ნამცეცებად გაბნეული "სიკეთეები" შეაგროვა, ისეთები, როგორსაც ყურადღებას შეიძლება არც კი ვაქცევდით. მისი დანიშნულება და მისი ღვაწლი მნიშვნელოვანად დასაფასებელია. იგი მიგვითითებს იმ მარცვლებისკენ, რომლებიც მართლაც უნდა დაინახვოს და აღიქვას კაცობრიობამ. მისი შემოქმედება მოიცავს იმ ტრაგედიებს, იმ ტკივილს, რომელიც თან სდევდა ქვეყანას. შეუძლებელია უემოციოდ წაიკითხო ნებისმიერი მისი ნაწარმოები. ნაწარმოების თითოეული ეპიზოდი ლახვარივით ხვდება ადამიანის გულს. მან დიდი შემოქმედება დაგვიტოვა. მრავალი შესანიშნავი ნაწარმოები ეკუთვნის მის კალამს, მაგრამ ჩემში მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მისმა ნაწარმოებმა "დამრიგებელი". მან ჩემი სული ააფორიაქა და დამაფიქრა.
ნაწარმოებში გადმოცემულია დამრიგებლის როლი, მისი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ. მისი სენსიტიური ქმედება მთავარი გმირის ცხოვრებას ცვლის, რაც დიდად დამაფიქრებელი და შთამაგონებელია. ტექსტის ეპიზოდი ვითარდება სოფელში სადაც, სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდები ცხოვრობენ. ყურადღებას იპყრობს ის მოქმედება, რომლითაც ნაწარმოები იწყება "ერთხელ ძაღლების მთელი ხროვა მოვიდა", ეს სიტყვები ტექსტში მოქმედების გასავითარებლად არის წარმოდგენილი. მოქმედება გრძელდება საკლასო ოთახში, სწორედ ეს არის ნაწარმოების კვანძი. დიდად ყურადსაღებია დამოკიდებულება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. ავტორი ხაზს უსვამს მასწავლებლის მოვალეობებს მოსწავლის მიმართ. მოსწავლესაც გარკვეულწილად, თავის მხრივ გააჩნია თავისი მოვალეობები. ყველა თუ შევასრულებთ ჩვენს დაკისრებულ მოვალეობებს, ვფიქრობ რაღაც მაინც გამოსწორდება ჩვენს ცხოვრებაში.
დისტერვეგი ამბობს „აღმზრდელისა და მასწავლებლის ამოცანაა
შეუერთოს ყველანაირი ბავშვი საერთო-ადამიანურ განვითარებას და მისგან
შექმნას ადამიანი. აღმზრდელად და მასწავლებლად უნდა დაიბადო, მას
თანდაყოლილი ტაქტი ხელმძღვანელობს. მნიშვნელოვანია, როგორი მასწავლებელი
ხარ, ბრიყვს მასწვალებელი სძულსო.“ რ. ინანიშვილს თავის მოთხრობაში "დამრიგებელი" უნდა, რომ ყურადღება გაამახვილოს დამრიგებლის სიმშვიდეზე, რადგან ის თვლის, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. დამრიგებლის სიმშვიდეს, ხომ დიდი წვლილი აქვს მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში, იგი დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს მათზე. მასწავლებელს შეუძლია მოეხმაროს მოსწავლეს ფეხზე დადგომაში და გამართულად სიარულში, ან პირიქით... იგი მის ნაწარმოებში მკაფიოდ უსვამს ხაზს დამრიგებლის სიმშვიდეს, როდესაც ბავშვები გამძვინვარებულ ძაღლებს შეშფოთებულები უცქერდნენ და ეგონათ, რომ მასწავლებელი მათსავით ინტერესითა და აღშფოთებით აღივსებოდა, მასწავლებელმა პირიქით შეინარჩუნა სიმშვიდე და მოუწოდა ბავშვებს გაკვეთილისკენ, "დამრიგებელმაც გაიხედა, შეცბა, მაგრამ, თითქოს არაფერი დაუნახავსო, მშვიდად მიუჯდა მაგიდას, მშვიდად ამოიკითხა სია, მშვიდად დაიწყო მოწაფეების გაძახება."მასწავლებლის დადებითი და უარყოფითი მუხტი საგრძნობლად აისახება
საგაკვეთილო პროცესზე და ინანიშვილს იმის თქმა სურს, რომ მასწავლებელი
უნდა იყოს მშვიდი, რათა დადებითი გავლენა მოახდინოს მოსწავლეებზე და მათ
სასწავლო გარემოზე.

ამას გარდა, ნაწარმოებში დამრიგებლის პოზიცია მკაცრი რეჟიმით
მიმდინარეობს რაც იმდროინდელი ეპოქისთვის დამახასიათებელია. ერთი მხრივ
მასწავლებლის სიმკაცრე, საკუთარი თავის დამკვიდრებასაც ნიშნავს
მოსწავლეებში, თუმცა ეს ყოველივე ზომიერია მისი მხრიდან. "დამრიგებელმა
ხელი მოჰკიდა, დერეფანში გაიყვანა და უთხრა: ტირილს რომ მორჩები, მერე
შემოდიო." ამ შემთხვევაში მასწავლებლის პოზიცია , მიუღებელია, თუმცა როგორც
აღვნიშნეთ ჩვეულებრივი მოვლენა იყო ეს ფაქტი საზოგადოებისთვის, მაგარამ
მასწავლებელი მსუბიქად უყურებს ამ ფაქტს, სამაგიეროდ მისი საქციელი სხვა
კუთხით ვითარდება, მაშინ როდესაც მიხვდა დამრიგეელი მის მოსწავლეს მატერიალური უქონლობის გამო ფსიქოლოგიურად განიცდიდა, მან გამოიყენა მასწავლებლის პოზიციიდან გამომდინარე შესაბამისი მიდგომა. როდესაც მასწავლებელმა მოთხოვნები წაუყენა მოსწვალის კუთხის მოწესრიგებაზე, რომ მისი შემოწმება აუცილებელი იყო მასწვალებლის მხრიდან, მოსწავლეს არავითარი რესურსი არ გააჩნდა და ამის გამო იგი ძალიან განიცდიდა. "მე თავზარი დამცა დამრიგებლის ნათქვამმა" როდესაც მასწავლებელმა მოინახულა მოსწავლის კუთხე, მიხვდა თუ რა პრობლემა ჰქონდა ბავშვს. აი აქ არის მასწვალებლის დანიშნულება და
არსი. მან არათუ უთხრა არამედ უჩვენა საკუთარ მაგალითზე, რომ ადამიანს არ
უშლის მატერიალური უქონლობა ხელს თვითდამკვიდრებაში. "ორი დღის შემდეგ კი დამიძახა, ნავთით სავსე ბიდონი მომცა, – ეს ბიდონი ჩვენთან მიიტანეო... მე სულ თავჩაღუნული ვიდექი. მაგრამ მაინც მივხვდი, რომ მათი ოთახი ჩვენს ოთახზე პატარა იყო..." მან უჩვენა ბავშვს, რომ თვითონაც ჰქონდა პრობლემა, მაგრამ ის ღირსეულ პოზიციაზე იდგა, მას მასწავლებლის სტატუსი ჰქონდა. მან მოსწავლის დიდი სიყვერული მოიპოვა. ეს ადვილი არ არის. ჰუმანურობა, სათნოება,კეთილშობილება, აი ეს არის ცხოვრების არსი, რამაც შეიძლება აგიყვანოს
უმაღლეს საფეხურზე.

ამრიგად, მოვიშელიებ ტოლსტოის სიტყვებს, რომელსაც აბსოლიტურად
ვეთანხმები: "თუ მასწავლებელი საკუთარ თავში აერთიანებს საქმის და
მოსწავლეების სიყვრულს, ის სრულყოფილი მასწავლებელია. ყველა ის არ არის
მასწავლებელი, ვინც მხოლოდ მასწავლებლის განათლებას იღებს, არამედ ის,
ვისაც აქვს შინაგანი დამაჯერებლობა იმისა, რომ არის მასწავლებელი და
სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ეს თავდაჯერებულობა იშვიათად გვხვდება და
დამტკიცებულია იმ მსხვერპლით, რომელიც მათ თავისი მოწოდების სამსხვერპლოზე მიაქვთ." რაც გამოიხატება ჩვენი პერსონჟის კერძოდ, დამრიგებლის სრულყოფილებაზე. მართალია აბსოლიტური ჭეშმარიტება არ არსებობს დედამიწაზე, ნაწილობრივ მასწავლებელიც უშვებს შეცდომებს, მაგრამ მნიშვნელოვანი მაინც საქმისადმი სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა. მთავარია მან არ დაანგრიოს ბავშვის სამყარო, რომლის წინაშეც დიდი ვალდებულება აკისრია. "ყველაზე დიდი მოვლენა სკოლაში, ყველაზე ცოცხალი მაგალითი მოსწავლისათვის თვითონ მასწავლებელია. ის არის სწავლის მეთოდის გამომხატველი და თვითონ აღზრდის პრინციპის განხორციელება." ამბობს დისტერვეგი. მნიშვნელოვანია თვითონ მასწავლებელმა კარგად გაითვალისწინოს სწავლების პრინციპები, რათა შექმნას სრულფასოვანი სასწავლო გარემო. სწორედ ამიტომ ამას ვხედავ ჩვენი გმირის _ დამრიგებლის პოზიციაში. მან ისე წარმართა სიტუაცია, რომ მოსწავლე
დამშვიდდა, მის ცხოვრებას არსი მიეცა, როგორც თვითონ ამბობს ის თორმეტი
წლის იყო, გაურკვეველ ასაკში. მას სჯეროდა, რომ მასზე უკანასკნელი არავინ
იყო, მაგრამ მასწავლებელმა დაანხვა, რომ მასაც აქვს ცხოვრებაში ადგილი და
მასსავით ცხოვრობს ყველა... სწორედ ამიტომ არის ეს ნაწარმოები და
დამრიგებლის პოზიცია მისაღები, რომ ისე მოიქცა მასწავლებელი ბავშვმა
იგრძნო სულიერი სიმშვიდე... ვფიქრობ, რომ რ. ინანიშვილის "დამრიგებელი"ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობაა მისი შემოქმედებიდან ჩემთვის, რადგან
თემატიკა ახლოსაა ჩემს სასკოლო ცხოვრებასთან. ამიტომ გამოვარჩევდი მას,როგორც საუკეთესო მოთხრობას. მასში წარმოჩენილმა ფაქტებმა დამაფიქრა და
სულის სიღრმემდე შემძრა. ყველა მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს თავისი
დანიშნულება მოსწავლის, სასწავლო გარემოს და სასწავლო პროცესის მიმართ,უკეთესი თაობის აღსაზრდელად.

სამეფო ტახტის პრობლემა „ვეფხისტყაოსანში“
მეფის მხატ-სახე და მისი მხატვრული ფუნქცია „ვეფხისტყაოსანში“
შოთა რუსთავლის „ვეფხისტყაოსანი“ ქართული ერის ფილოსოფიაა, რომელშიც გაცხადებულია ქართველი კაცის ისტორიული ხასიათი, ერის წარსული, აწმყო და მომავალი. „ვეფხისტყაოსანი“ ქართველი ხალხისთვის უმაღლესი გამოხატულება და საზომია.
შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანში” თავმოყრილი და განფენილია თავისი ეპოქის სულიერ-ინტელექტუალური მონაპოვარი, ნასაზრდოები და გაჟღენთილი სოფმხედველობითა და ესთეტიკური ნააზრევით. შოთა რუსთაველის მხატვრულ სამყაროში უმთავრესია ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანი, როგორც ხილულ სამყაროში არსებული იერარქიის უმაღლესი საფეხური, რომლის ესთეტიკური სახე ყოველ მეტაფორასა და სიმბოლოში ვლინდება. რუსთაველის პოემა მხოლოდ საქართველოს არ ეკუთვნის, იგი კაცობრიობის სულიერი კულტურის ხელიხელ საგოგმანებელი ერთი ობოლი მარგალიტია. „ვეფხისტყაოსანი“ შეიქმნა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაშესაყარზე სამოთხისდარ ქვეყანაში, სადაც განსხვავებული ტრადიციები და კულტურები ხვდებოდნენ ერთმანეთს. „ვეფხისტყაოსანი“ ყოველი თაობის წინაშე ახალ პრობლემებს აყენებს და ყოველ ეპოქაში ახლებურად იკითხება. მთელი პოემა ქართველი ერის სულიერი ცხოვრების ფილოსოფიაა და გრძნობის მშვენიერების ასახვაა. „ვეფხისტყაოსანი“ ემყარება ბიბლიურ პარადიგმულ სახის მეტყველებას და საქართველოს ისტორიული ცხოვრების ენიგმა-ალუზიას.
„ვეფხისტყაოსანის“ რენესანსული სულით გაჟღენთილი მთავარი პერსონაჟები გამოკვეთილი ინდივიდები არიან, რომლებიც უდიდესი ძალის, შინაგანი სამყაროს მობილიზებით დაძლევენ წუთისოფლისეულ წინააღმდეგობებს, ამარცხებენ ბოროტებას და ამკვიდრებენ სიკეთეს, ისინი საკუთარი „მეს“ ძიებისკენ ურთულეს გზას გაივლიან. მათ უნდა აღმოაჩინონ საკუთარი თავი, რაც ანტიკურ სიბრძნეს უკავშირდება: „შეიცან თავი შენი“. ადამიანში არის ანგელოზური და კაცობრიის საწყისები. რენესანსული ხელოვნების გააზრებით, ადამიანმა საკუთარ თავში ანგელოზური საწყისები კაცობრივის გზით უნდა მოიძიოს, ამიტომ რუსთაველის ადამიანმა საკუთარ თავში უნდა იპოვოს ტრაგიზმის დაძლევის ძალა. „ვეფხისტყაოსანში“ ტანჯვაც გაესთეტიკურებულია. „ვეფხისტყაოსანში“ მთავარ პერსონაჟთა __ ტარიელის, ავთანდილის, ნესტან-დარეჯანის, თინათინის ქმედების უმთავრესი მიზანი დაკარგული ჰარმონიის ძიებაა, მშვენიერების მოსაპოვებლად ბრძოლაა.
შოთა რუსთაველმა არა მეფის ასულის, არამედ პიროვნების ადამიანი-ინდივიდის ინტერესები წამოსწია წინ. „ვეფხისტყაოსნის“ გმირები სრულყოფილ- ჰარმონიულ პიროვნებებად კი არ გვევლინებიან, არამედ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრებისეულ წინააღმდეგობის გადალახვის შედეგად აღწერენ სულიერ სრულყოფას. „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა საბოლოო გამარჯვება განაპირობა სიყვარულმა, რწმენამ, იმედმა, ღვთის განგებამ, ურთიერთ თანადგომამ, სიკვდილის შიშის დაძლევამ, გმირობამ და ვაჟკაცობამ. „ვეფხისტყაოსანი“ ისეთი ქართული ნაწარმოებია, __ წერს ბოურა, რომელიც აღომსავლეთსაც და დასავლეთსაც ერთნაირად გასცქერის და მაინც იგი ეროვნული ხასიათისაა. „ვეფხისტყაოსანო“ სამყაროს მხატვრული დაპყრობისა და დაუფლების კლასიკური ნიმუშია. იგი მთლიანად აბსოლიტურად ისევეა ამოუცნობი, როგორც თავად სამყარო. „ვეფხისტყაოსანში“ მეფე ღვთის ხატად ქმნილი არსებაა, რასაც შოთა რუსთაველი ბიბლიურს დამყარებული თვალთახედვით წარმოაჩენს:
„მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა“.
მეფე ბიბლიური სწავლებების კვალობაზე წარმართავს სახელმწიფოს ცხოვრებას. მეფე მუდმივად უნდა კითხულობდეს და სწავლობდეს სჯულის წიგნს, რათა დაიცვას მისი ყოველი სიტყვა და მცნება, როგორც მისი და მის მემკვიდრეთა წარმატებული მეფობის ხანგრძლივობის გარანტი.
მეფე, როგორც ყოველი ადამიანი რუსთაველის სიტყვისამებრ, „ღმრთისა დანაბადია“. მეფე სახელმწიფოს სიმბოლოა მისი ინტერესების დამცველია. მან ღვთის ნებით უნდა მიიღოს სამეფო სკიპტრა და გვირგვინი, რის შემდეგაც წარმართავს იგი თავის მოღვაწეობას ღვთაებრივი სამართლის კვალობაზე. მეფის ღვთისცხებულობა და ზეცით ნაკურთხი სამეფო გვირგვინი სამეფოს აღორძინების საწინდარია.
მეფის სოფმხედველობა, ზნეობრივი სახე სახელმწიფოს ხატ-სახეა, იგი მისაბაძია ყოველი მოქალაქესთვის, იგი განსაზღვრავს ერის რაობას. მეფემ ადამიანურ სისუსტეებს უნდა სძლიოს ,რათ ღვთის წინაშე მართლად წარდგესდა ღირსეულად მართოს ღვთისაგან რწმუნებული ქვეყანა.
მეფე სახემწიფოს მთლიანობის ერთიანობის სახე-სიმბოლოა, რის გამოც იგი არის შარავანდ მოსილი. „ვეფხისტყაოსანში“ მეფის ბიბლიური და საქრთველოს ისტორიის ნიშნით აღბეჭდილი მოდელი იკითხება.
შოთა რუსთაველის პოემის მოქმედება ძირითადად ორი სახელმწიმოს __ ინდოეთისა და არაბეთის სივრცულ არეალში მიმდინარეობს. ორივე სახელმწიფოში ტახტს ხანდაზმული მეფე მლობს, ორივეს ერთადერთი ასული ჰყავს, ორივეს ერთნაირი პრობლემა აქვს გადასაჭრელი, მაგრამ განსხვავებულია მათი დამოკიდებულება ტახტის მემკვიდრისადმი.
მამისა და ასულის ურთიერთობის მოდელი ძველთაძველია, იგი ბიბლიიდან და მითოსიდან მომდინარეობს, ამ თვალსაზრისით „ვეფხისტყაოსანი“ ერთდროულად არკვლავს მითიურ და ლიტერატურულ ტრადიციებს; მითოსში იგი ორი მოდელის მიხედვით წარიმართება:
1. მეფე თავად თანხმდება ასულის გამეფებას და სასიძოსაც თავად ირჩევს, მას სახელმწიფოს შიგნით პოულობს სამეფო ძალაუფლებასაც თავად გადასცემს ასულსა და სასიძოს.
2. მეფე თავის ასულს მემკვიდრედ მიიჩნევს, მაგრამ მას არ ამეფებს, ასულის გათხოვებაზე ზრუნავს და სასიძოს სახელმწიფოს გარეთ ეძებს; იგი ვერ ეგუება ასულის გამეფებას, რადგან ამით ძალაუფლებას კარგავს, ვინაიდან სასიძო მისი სახელმწიფოს პოტენციური მფლობელია. ამიტომაც უმძიმს გადაწყვეტილების მიღება, ასეთ შემტხვევაში კონფლიქიტი მეფესა და სასიძოს შორის, ასევე ღალატი ასულის მხრიდან, გარდაუვალია, რაც სახელმწიფოს შიგნით არეულობის საფუძველი ხდება.
პირველი ვლინდება არაბეთის მეფის __ როსტევან მეფის მაგალითზე, რომელიც თვითონვე თან ხვდება თავისი ერთადერთი ასულის __ მშვენიერი ქალის თინათინის გამეფებას. „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“ სასიძოსაც თვითონ ირჩევს, თავისივე აღზრდილს__ რაინდ ჭაბუკს ავთანდილს, რომელსაც როსტევანმა სპასალარობა მისცა და მან თათბირზე გამოაცხადა, რომ ვინაიდან მოხუცდა თავის სამეფო ტახტს ის თავის ქალს თინათინს უთმობს და ძალაუფლებასაც თავად გადასცმს ასულსა და სასიძოს.
მეორე მეთოდი კი განიხილება ფარსადან მეფის მაგალითზე. ფარსადანის სიტუაციაში მყოფმა როსტევანმა ბრძნულად გადაჭრა ეს პრობლემა. ფარსადანს ტახტის მემკვიდრის პრობლემა ჰქონდა, ამიტომ მოიწვია კრება და ერთადერთი ასულის საქმროდ შეარჩია პიროვნება სახლმწიფოს გარეთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხვდება, რომ ტარიელი მისი საგვარეულოს წარმომადგენელი, არ არის გულგრილად განწყობილი ნესტან-დარეჯანის მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა, სახელმწიფოებრივი ხასიათისაა, ესაა სახელმწიფოს ძლიერების პრობლემა, რაც, ჩემი აზრით, თავის არსს და გამოხატულებას ფარსადანი ტახტის მემკვიდრის საკითხში პოულობს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ არაბეთში თაობა იცვლება, ღმერთისაგან სვიანმა, მორჭმულმა და განგებიანმა არაბთა მეფემ, როსტევანმა თავისი ერთადერთი ასული გაამეფა, მის პიროვნულ ღირსებებს მამაც და ვეზირებიც ერთხმად აღიარებენ. არაბეთში მამისერთა ასულის გამეფება ღვთისნებით ხდება; როსტევანმა, მეფედ დალოცა თავის ძე თინათინი, რაც იმას ნისნავს, რომ აქ მშვიდობიანი დინასტიური ყოფა უნდა გაგრძელდეს; მითუმეტეს ავთანდილი სამეფო საგვარეულოს არ ეკვუთვნის.
არაბეთისგან გნსხვავებით, ინდოეთში, ძველი ტრადიციების ქვეყანაში, ბევრი რამ მოსაწესრიგებელია, შესაცვლელია გასაახლებელია. ფარსადანი, გაერთიანებული ინდოეთის მეფე, იმპერატორისათვის დამახასიათებელი ნიშნებითაა წარმოდგენილი, რაც იმთავითვე მიუთითებს მისი პოლიტიკური თვალათახედვის ძველ ტრადიციათა კვალზე სვლას და მის ამოვარდნას სამყაროს განვითარების კანონზომიერებიდან.
ამდენად, „ვეფხისტყაოსანში“ ორი განსხვავებული ტიპის სამეფოა ასახული.
„ვეფხისტყაოსანში“ მეფის ინსტიტუტის ასახვის თვალსაზრისით ძირითადად ყურადღებას იქცევს სამი მეფე: როსტევანი, ფარსადანი და სარიდანი.
მეფის იდეალური სახე როსტევანის დახასიათებაშია გაცხადებული:
„იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.“
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.“
როსტევანის დახასიათებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მეფის შესაქებად ნათქვამი „განგებიანი“, რომელსაც ძალზე სპეციფიკური მნიშვნელობა ენიწება. ამაში იგულისხმება ის, რომ არაბეთში ყველაფერი, კერძოდ, სამეფო ტახტის მემკვიდრისათვის გადაცემა წესისამებრ გაიმართება, თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ როსტევანში მაინც არის იმპერატორის ტიპისათვის დამახასიათებელი ნიშნები, მასში ჯერ კიდევ დასტურდება „კულტურული თუ ძალადობის“ გამომხატველი ფაქტები, რისთვისაც შეიძლება დავიმოწმოთ მეფესთან უცხო მოყმის მისაგვრელად თორმეტი მონის მიგზავნა, მაგრამ ამავე დროს, პოემის დასწყისში როსტევანი იმგვარ მეფედაა დასახული, რომელშიც მეფის იდეალისათვის საჭირო თვისებები იმთავითვეა მოცემული. ოღონდ იდეალად ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. ამიტომ პოემის დასასრულს მას უკვე ვხედავთ ღვთაებრივი სიბრძნით აღჭურვილს.
ფარსადან მეფის დახასიათება, ცხადია, განსხვავებულია როსტევანის დახასიათებისგან. ეს კარგად ჩანს ტარიელისეულ წარდგინებაში.
„ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა , თვიტ იყო პპყრობელი,
უხვი მდიდარი, უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი,
ტანად ლომი და პირად მზე , ომად მძლე , რაზმთა მწყობელი“
ტარიელმა სხვა დროსაც დაახასიათა ფარსადანი:
„მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი“.
როსტევანისა და ფარსადანის დახასიათებათა შედარებისას ნათლად ჩანს მათი განსხვავებული სახეები, როსტევანში გონება და სამამაცო ზნენი შეზავებულია, ფარსადანში მხედრული მონაცემები ჭარბობს.
როდესაც არაბეთისა და ინდოეთის მეფეთა __ როსტევანისა და ფარსადანის იდეალურობაზე ვსაუბრობთ, საჭიროა ყურადღება მიექცეს შემდეგ გარემოებას:
თითოეულ მათგანს თხრობის დასაწყისშივე ავტორი მათ ყოველმხრივ მისაბაძ მეფეებად არ წარმოაჩენს; ისინი იდეალურნი არ არიან; როსტევანი მხოლოდ პოემის დასასრულს წარმოჩნდება იდეალურად, ხოლო ფარსადანი, როგორც მეფე იდეალური არ არის. ორივეს ერთი ნაკლი აქვთ, თუმცა, როსტევანის რისხვას არ მიუყენებია ზიანი სხვისთვის.
ამრიგად, მეფეებს შორის მსგავსება შეიძლება იმაში დავინახოთ, რომ არცერთ მეფეს არ ყავს ვაჟი. ორივე მეფის შემთხვევაში აქცენტი გამმახვილებულია ქალის გამეფებაზე, მაგრამ განსხვავება მაინც ისაა, რომ რომელი მათგანი განსაზღვრავს მათ უფლებებს და ნდობას. რუსთაველის აზრით, ადამიანი ქალიც და კაციც, როგორც „ღვთის დანაბადი“, ერთია ამიტომ იდეალურად ქალსაც შეუძლია შეასრულოს ის საქმე რომელსაც მამაკაცი ასრულებს. მისი აზრით მეფობა ქალსა შეუძლია. თინათინი ქალია მაგრამ მან „იცის მეფობა“. როსტევანისა და ფარსადანის ქალიშვილები თითქოს ერთიმეორეს ჰგვანან თვისებებით და იმ ღირსებებით, რაც უნდა გააჩნდეს სამეფოს მეფეს. ორივე ქალიშვილი მამისადმი პატივისცემით არის განმსჭუალული, მათ გულწრფელად უყვართ თავიანთი მამებიც და სამეფოც.
„ვეფხისტყაოსნის“ გმირი მეფე როსტევან მეფე დიდების შარავანდედით მოსილია ნაწარმოების მთელი სვლელობის განმავლობაში.
ფარსადანის შემთხვევაში მან ნაწილობრივ დაუშვა შეცდომა, როდესაც სასიძოს სამეფოს ფარგლებს გარეთ ეძებდა. თუმცა ეს იმდროინდელი პოლიტიკური წყობით იყო გამოწვეული. რასაც სავალალო შედეგი მოჰყვა, მან თითქმის კინაღამ დაკარგა თავისი ერთადერთი ასული, რომელიც ყველა იმ დადებითი თვისებებით იყო შემკული, რაც მეფეს შეჰფერის.
რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ მხოლოდ საქართველოს არ ეკუთვნის იგი კაცობრიობის სულიერი კულტურის ხელიხელ საგოგმანები ერთი მარგალიტია.
ჩემს ნაშრომში შევეცადე წარმომედგინა მსგავსება-განსხვავებები უდიდესი შემოქმედის თვალთახედვის შესახებ მეფის სახის ინტერპრეტირებისას.
დამოწმებული ლიტერატურა:
1. შ. რუსთაველი, „ვეფხისტყაოსანი“
2. ზ. გამსახურდია „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება, მეცნიერება.
3. ნ. სულავა, „ვეფხისტყაოსანი“ - მეტაფორა, სიმბოლო, ალუზია, ენიგმა. „ნეკერი“
4. გ. იმედაშვილი, :ვეფხისტყაოსანი“ და ქართული კულტურა, მეცნიერება.
5. ვ. ნოზაძე, „ვეფხისტყაოსანი“ ფერთამეტყველება.
Комментариев нет:
Отправить комментарий